აუცილებლად წაიკითხეთ: როგორ დავიცვათ ღვიძლი და ნაღვის ბუშტი

Vairkoseti

აუცილებლად წაიკითხეთ: როგორ დავიცვათ ღვიძლი და ნაღვის ბუშტი

ღვიძლის დამცავ მცენარეებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ყირღანს. მისი ნაყენი ასე მზადდება:

მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყალის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გაფილტრეთ და შეავსეთ საწყის მოცულობამდე მდუღარე წყლით. მიიღეთ ნახევარნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ნაყენი ინახება მაცივარში, არა უმეტეს 2 დღისა. უნდა სვათ თვეზე მეტხანს.
ნაღვლის დენას ბაბუაწვერას ფესვების ნაყენიც არეგულირებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს (შეიძლება მთელი ბალახის გამოყენებაც) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში, რომ ადუღდება, გააჩერეთ კიდევ 3 წუთი, მერე ცეცხლიდან გადმოდგით და თავდახურულ ჭურჭელშივე გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გაფილტრეთ და გადადუღებული წყლით საწყის მოცულებამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. რეკომენდებულია შემოდგომასა და გაზაფხულზე თითო 6-8-კვირიანი კურსის ჩატარება.

თუ გრძნობთ, რომ ნაღვლის ბუშტი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, სვით არყის
ხის ფოთლებისა და კვირტების ნაყენი ის კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლს და 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის კვირტს დაასხით 0,5ლირტი მდუღარე წყალი, დაამატეთ დანის წვერით საჭმელი სოდა და ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ  1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

თუ ნაღვლის დენა შეფერხდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისა და არასწორი ცხოვრების რიტმის გამო, ეს ნაყენი დაგეხმარებათ.

აურიეთ ერთმანეთში 5-5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცისკარას თესლი, ფითრის ფოთოლი და ყლორტი და ვარდკაჭაჭა,4-4 სუფრის კოვზი წყლის სამყურა და ნაღველას დაქუცმაცებული ფესვი.

3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ.

ნაყენის მიღების შემდეგ 5-ჯერ დაიხარეთ წინ და შეასრულეთ წრიული მოძრაობები.
– სამკურნალო ბარისპირას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის მხოლოდ ღვიძლს კი არა, თირკმელებსაც უხდება, აქვეითებს წნევას, ამშვიდებს და სხვა.

ღვიძლის ანთებითი დაავადებების დროს ძალიან ეფექტურია ასეთი ნაყენი: დაასხით 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბარისპირას ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ (მეტი არა!) შეფუთული, მერე გაფილტრეთ და მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

Facebook კომენტარები
Vairkoseti