mobliurebi
mobliurebi

ტრადიციული მედიცინის რეცეპტები ართროზის სამკურნალოდ. მას დღემდე იყენებენ

list 2

ართროზი – სახსრის და სახსრის გარშემო ქსოვილების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი წანაზარდით იცვლება.

საფუძვლად უდევს სახსრის ხრტილის პროგრესული დაზიანება, რის შედეგადაც ის მახინჯი დაავადება აზიანებს უმეტესად საშუალო ასაკის და ხნიერ ადამიანებს. ახასიათებს დიდი ხანგრძლივობა და ხშირი გამწვავებები. მან შეიძლება ერთი ან რამდენიმე სახსარი დააზიანოს. მის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებს ხრტილის კვების გადატვირთვა ან დარღვევა. რის შედეგადაც კვდება ხრტილის უჯრედთა ნაწილი, კარგავს ელასტიურობას, მუქდება და სკდება კანი. ავადმყოფები საწყის სტადიაზე უჩივიან სახსრის ტკაცუნს და არც ისე მკვეთრად გამოხატულ ტკივილს ფიზიკური დატვირთვის დროს. ავადმყოფები მგრძნობიარენი ხდებიან ამინდის ცვლილებისადმი და ატმოსფერული წნევის ცვლილებისადმი.

ყველაზე ხშირად ართროზი აზიანებს ფეხის სახსრებს (მენჯ-ბარძაყს და მუხლებს), ასევე მხრებს. მოგვიანებით სტადიაზე შეიმჩნევა სახსრის ორგანული მოძრაობა და მკვეთრი ტკივილი სახსრების მკვეთრი მოძრაობისას.

მუხლის სახსრის ართროზი ხშირად ორმხრივი დაზიანებაა. ტკივილი ჩნდება მუხლის მოხრისას, განსაკუთრებით ძნელია კიბეზე ჩასვლა. ავადმყოფები ამ დროს გვერდულად ბრუნდებიან. დაავადება ხშირად დაკავშირებულია გადატანილ ტრავმასთან ან მეტისმეტ გადატვირთვასთან. ყველა ფორმის ართრიტის დროს აუცილებელია დაიცვათ გარკვეული დიეტა.

გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ცირცელი, ქაცვი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს სტაფილო, მწვანე სალათი, კვერცხი, ყველი, ბურღულეული, ქატოს პური. არ დაგავიწყდეთ თხილეული, ისინი ძალიან კალორიულია. მიირთვით დღეში რამოდენიმე ცალი, მაგრამ რეგულარულად. ძალიან სასარგებლოა ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ გოგირდს და მის ნაერთებს (ხახვი, ნიორი, ბრიუსელის და თეთრთავიანი კომბოსტო).

დაავადება ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც ალკალოიდების შემცვლელ პროდუქტს ღებულობენ, მაგ: კარტოფილს, ტომატს, ბადრიჯანს, წიწაკას, თამბაქოს მოწევისას. ალკალოიდები აფერხებენ სახსრის ხრტილის ბუნებრივ განვითარებას და ხელს უწყობენ მის ანთებისეულ დეგენერაციას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საკვებში გარკვეული კვებითი დანამატების შეტანა მკვეთრად აუმჯობესებს მდგომარეობას, ესენია ხრტილის ექსტრაქტი, ზღვის კიტრი, ზვიგენის ხრტილი, ვიტამინები C, E, B3, B5, B6, ცინკი, ბორი, სპილენძი.

გამოიყენეთ ეს რეცეპტები ართროზის სამკურნალოდ

• მოამზადეთ არყის კვირტების სპირტიანი ნაყენი (96%-იანი) თანაფარდობით 1/5. გააჩერეთ 7 დღე, გაიკეთეთ კომპრესის სახით ართრიტის და რევმატიზმის დროს.

301597

• დაასხით ზეითუნის ზეთი კაკლის ნორჩ ფოთლებს, გააჩერეთ 3-4 საათი და დაიდეთ მტკივან ადგილებზე რამოდენიმე ფენად.

• მტკივან სახსრებზე რეკომენდებულია დაიდოთ პირშუშხას ახალი ფოთლები.

• მტკივანი ადგილები დაიზილეთ შუაზე გაჭრილი ახალი ხახვით ან გახეხილი ნივრით. თუ აგეწვათ, პროცედურა შეაჩერეთ,

• მოამზადეთ ოროვანდის ფესვების ნახარში: მოხარშეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ს. კ. დაქუცმაცებული ფესვები (უმჯობესია ახალი), დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი. სვით 1 ს. კ. 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

• ერთმანეთში შეურიეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი 1,5 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი, 4 ჭიქა არაყი და 1 ს. კ. სუფრის მარილი. ეს ნარევი შეიზილეთ მტკივან ადგილზე, სასურველია აბაზანის შემდეგ, მილის წინ და, ამავე დროს, ეს ნარევი შინაგანადაც მიიღეთ პატარა ჭიქით.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდა შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში.

აუცილებლად სანახავი:მხოლოდ 2 წვეთი ყურში და თქვენი სმენა აღდგება 97%მდე!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება