როგორ ვუმკურნალოთ გლაუკომას სახლის პირობებში? რეცეპტები იხილეთ სტატიაში
გლაუკომა – თვალის დაავადებაა, რომლის მთავარი ნიშანიც თვალის შიდა წნევის მომატებაა. ყველაზე ხშირად ის სისხლძარღვებისა და სისხლძარღვოვან-ნერვული დარღვევების დროს ჩნდება, როცა ირღვევა თვალში სითხის ცირკულაცია და უარესდება მისი მოძრაობა. ამას კი თავისი მხრივ შინაგანი სითხის დაგროვებამდე მივყავართ და თვალის შიდა წნევის მომატებამდე. თავიდან ადამიანი უბრალოდ უარესად ხედავს, შემდეგ ზიანდება პერიფერიული მხედველობა, შემდეგ მცირდება მხედველობის არე და ბოლოს ... სრული სიბრმავე.
გლაუკომით დაავადებულმა ადამიანმა ბევრ რამეში უნდა შეზღუდოს თავისი თავი. უარი უნდა თქვას სპირტიან სასმელებზე (განსაკუთრებით საშიშია ლუდი), მოწევაზე და მნიშვნელოვნად შეამციროს ფიზიკური დატვირთვა (უმცირესმა ძალების დაძაბვამაც კი შეიძლება შეტევა გამოიწვიოს). სიმძიმეების აწევა და დახრა, კითხვა და ქაღალდებთან მუშაობა მხოლოდ კარგი განათების დროს, ისეირნეთ, იცურავეთ, ისრიალეთ თხილამურებით, მაგრამ ნელა. კატეგორიულად აკრძალულია ტელევიზორის წინ გადაბმულად ყურება- მხოლოდ 2 საათი შეიძლება ჯდომა, კომპიუტერის წინ კი – კიდევ უფრო ნაკლები. ყველაზე საშიში განათების მკვეთრი ცვლილებაა, მაგ: კლუბური მოციმციმე განათება, თეთრი ეკრანი ჩაბნელებულ კინოთეატრში და ა. შ.
მთავარი საკვები მცენარეული პროდუქტია, გარდა იმისა, რაც გაზების დაგროვებას იწვევს მუცელში და ნაწლავებში (კომბოსტო, პარკოსნები, საფუარიანი პური და სხვა). ხორცი ნაკლებად მიირთვით და უპირატესობა ზღვის პროდუქტებს მიანიჭეთ.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თირკმელების მუშაობას. თუ ორგანიზმში სითხე შეკავებულია, გლაუკომა გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომ მიიღეთ შარდმდენი და თირკმელების გამწმენდი ნახარშები და ნაყენები.
ოფთალმოლოგები ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერი ძალიან ეფექტურად სწევს დაბლა თვალის წნევას, ამიტომ ატარეთ მწვანე შუშებიანი სათვალე და რაც შეიძლება ხშირად. ზაფხულში ხშირად და ხანგრძლივად ისეირნეთ მწვანე ტყეში.
გლაუკომის დროს აუცილებლად დაიცავით ექიმის დანიშნულება, მაგრამ მკურნალობა
გაცილებით ეფექტური იქნება, თუ მას გამოცდილი ხალხური საშუალებებით შეავსებთ.
თუ თვალის გლაუკომა გაწუხებთ, სცადეთ ხალხური საშუალებები
• გახეხეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ და გაწურეთ ნიახურის ახალი ძირები. წვენი მიიღეთ 2 ჩ. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი: 1 თვე გაზაფხულზე და 1 თვე შემოდგომაზე.
• ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყოფი, შეავსეთ არყით და დადგით 1 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 2-ჯერ დღეში 3-5 წვეთი 1 ს. კ. წყალში გახსნილი. მკურნალობის კურსი: 1 თვე გაზაფხულზე და 1 თვე შემოდგომაზე.
• 1 ჩ. კ. ვარდკაჭაჭას ფხვნილი ან ბალახი დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-10 წუთი, უმჯობესია სვათ მოხარშული ვარდკაჭაჭა უზმოზე. მკურნალობის კურსი: 1 თვე გაზაფხულზე და 1 თვე შემოდგომაზე.
• საჭმელში შტოშის და მისი წვენის გამოყენება სასარგებლოა გლაუკომის სამკურნალოდ.
• გლაუკომის დროს სვით შემდეგი ბალახების ნაყენი: თავშავა 35 გრ, თეთრი ფითრი 35 გრ, ღორის ბირკა 30 გრ. სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2-3 ს. კ. ნარევი და თერმოსში ჩაასხით 6 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 საათი, გაწურეთ.
• კოჭა, დარიჩინი, ძირტკბილას ფესვები, შავბალახას ბალახი, წიწიბურას ყვავილები, ბარამბო აიღეთ თანაბარი რაოდენობით (თითო სუფრის კოვზი) და კარგად აურიეთ. 1 ს. კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 6 ჭიქა 3-ჯერ დღეში დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
• მიიღეთ ვიტამინი B6 50-დან 75 მლ-მდე დღეში. დამტკიცებულია, რომ ვიტამინი B6
არეგულირებს თვალის წნევას.
• დადგენილია, რომ ვიტამინი C-ს ნაკლებობა ამაღლებს თვალის შიდა წნევას, რაც პირველი ნაბიჯია დაავადებისკენ. ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან გლაუკომისკენ, ან უკვე დაავადებულნი არიან, C ვიტამინის დღეღამური ნორმა უნდა იყოს არანაკლებ 5გრ.