lui 29 3ბრონქიტის მკურნალობა სახლის პირობებში უბრალო და ეფექტური წამლით – შედეგი გამაოგნებელია

ახალგაზრდობისას ბრონქიტი გადავიტანე. როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ ვიმკურნა-
ლე, რადგან ავადმყოფობამ ხველა და სულხუთვა დამიტოვა. ძალიან რომ შევწუხდი, ვიკადრე და ექიმთან მივედი.

ასეთი დიაგნოზი დამისვეს: ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით.

ბრონქიტი ბრონქებისა და ბრონქიოლების (წვრილი ბრონქების) ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება გახლავთ და რესპირაციული (სასუნთქი) ტრაქტის პათოლოგიათა ყველა შემთხვევის სულ ცოტა მესამედს შეადგენს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ბრონქიტის განვითარებას ინფექციები იწვევს: ვირუსები, ბაქტერიები, მიკოპლაზმა… ვირუსთაგან ბრონქებს უპირატესად გრიპის, პარაგრიპის, რნმ -შემცვლელი ვირუსები და ადენოვირუსები აზიანებს. ახალშობილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ბრონქიტები გვხვდება.

ერთ დღეს ქმარს სამსახურში დავურეკე, მაგრამ საუბრისას ისეთი ხველა ამიტყდა, სული ძლივს მოვიბრუნე.

ჩემი მეუღლის თანამშრომელმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, შინაური რეცეპტი მომცა. იმდენად მარტივი მომეჩვენა, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ როდესაც მივიღე და ექიმთან ხელმეორედ მივედი, გაკვირვებული დარჩა — ასე მალე
თუ მომჯობინდებოდი, არ მეგონაო.

მას შემდეგ თითქმის ოცი წელიწადი გავიდა, ამ წამალს კი გაციებისას ოჯახში დღემდე ვიყენებთ.

– მომინანქრებულ ჭურჭელში ჩააგდეთ 300 გრამი ნაღების კარაქი და ნელ ცეცხლზე
შედგით. როდესაც გადნება (არ უნდა ადუღდეს!), დაამატეთ 300 გრამი ნატურალური თაფლი და კარგად ამოურიეთ.

მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, ხოლო როდესაც გადნება – 100 გრამი კაკაო. მიიღებთ 800 გრამამდე შოკოლადის მსგავს მასას. ვიდრე თბილია, გადაასხით ქილაში და შედგით მაცივარში.

შეგიძლიათ, 1 წელიც კი შეინახოთ. 1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და მიიღეთ. სვით, რამდენიც გნებავთ, ოღონდ არა შინიდან გასვლის წინ. ნაღების კარაქის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის უმარილო ბადექონი.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

Facebook კომენტარები