lui 6 1ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამე მაინც არ აწუხებს და რომელსაც 100%–იანი ჯანმრთელობა აქვს. ამიტომ ხშირად ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევთ და ის უბრალოდ “ქრება”. მაგრამ არსებობს ტკივილის 8 სახეობა, რომლის იგნორირება დაუშვებელია.

1. ტკივილი გულმკერდის არეში – ხშირი ტკივილი გულმკერდის არეში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გულთან გაქვთ პრობლემები. თურმე გულის ტკივილი სხვადასხვა არეში გადაიცემა, მაგალითად: მკლავებში, ხელებში, მუცელში, ქვედა ყბაში და ყელშიც კი. ამიტომ თუ ყბაში უმიზეზო ტკივილს იგრძნობთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. წელის ტკივილი – წელის ტკივილს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მაგრამ კუნთების სპაზმების გარდა მას შეიძლება თირკმელებთან პრობლემები იწვევდეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

3. ტკივილი მუცელში – სხეულის ამ არეში ტკივილს ხშირად ფილტვებთან, თირკმელებთან, ხოლო ქალების შემთხვევაში საშვილოსნოსთან პრობლემაც იწვევს. ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ხშირად იმაზე მეტყველებს, რომ აპენდიციტი გაქვთ, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში ტკივილი ნაღვლის ბუშტთან პრობლემების შესახებ მეტყველებს. ტკივილი მუცლის ზედა არეში და ზურგში კი, ხშირად პანკრეასის ანთების შედეგია.

4. ტკივილი ფეხებში – თუ მუხლის უკან ადგილი, ან მუხლების ქვემოთ ფეხები გტკივათ და ამის მიზეზი დაღლილობა, ან ინტენსიური ვარჯიში არ არის, ამ ტკივილს ყურადღება უნდა მიაქციოთ. საქმე იმაშია, რომ ფეხებში ბევრი კაპილარი და არტერიაა. ტკივილი კი, შესაძლებელია იმაზე მეტყველებს, რომ ვენებია დაზიანებული.

5. ხელებში, ან ფეხებში წვის შეგრძნება – თუ ფეხებზე არ იჯექით და ეს შეგრძნება მაინც გაქვთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია ნერვი არის დაზიანებული. ასე რომ მსგავსი სიმპტომის იგნორირება დაუშვებელია.

6. სახსრების ტკივილი – ალბათ ყველას სმენია ფრაზა “სახსრებში მამტვრევს”. თუ ეს შეგრძნება ხშირად გაქვთ, ეს შესაძლებელია ფიბრომიალგიაზე მეტყველებდეს. ადამიანი ამ დროს ტკივილისადმი “მგრძნობიარე” ხდება, რაც ძილთან პრობლემებს იწვევს.
ასევე სახსრების ტკივილი ოსთეოართრიტზეც მეტყველებს.

7. საკვერცხეების ტკივილი – ამ ტკივილის იგნორირება დაუშვებელია! მას უამრავი ფაქტორი იწვევს– თიაქარიდან დაწყებული კიბოთი დამთავრებული.

8. შაკიკი – თუ თავის ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, მას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. თუ შეტევის შემდეგ, მხედველობა გიუარესდებათ, ეს შესაძლებელია გულის შეტევაზე, ან ტრანზიტორულ იშემიურ შეტევაზე მეტყველებდეს.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები