ტუბერკულიოზის მკურნალობა არატრადიციული მეთოდებით! ამ გზით განკურნავთ ფილტვებს ტუბერკულიოზისგან!

ტუბერკულიოზის მკურნალობა არატრადიციული მეთოდებით! ამ გზით განკურნავთ ფილტვებს ტუბერკულიოზისგან!

ტუბერკულიოზი – ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოში, განსაკუთრებით ფილტვებში სპეციფიკური ანთებითი ცვლილებების განვითარებით ხასიათდება ტუბერკულოზის ჩხირები შეიძლება შეგვხვდეს ფილტვში, პლევრაში, ნაწლავებში, თირკმელებში, ყელში და ა. შ. თითოეულ დაზიანებულ ადგილას ირღვევა სისხლის მიმოქცევა და სისხლის შემადგენლობა. ტუბერკულოზი განკურნებადია, გარდა შორს წასული ფორმებისა. ტუბერკულოზის სამკურნალოდ სასარგებლოა სხეულის დაზელვა წყლით, სველ ბალახზე ან ქვებზე ფეხშიშველი სიარული. ავადმყოფისთვის საუკეთესო საკვებია რძე, თეთრი პური, გამამაგრებელი სუფი, ხორბლის ფაფა, შემწვარი ხორცის ჭამაც შეიძლება, მაგრამ მარილიან საკვებს უნდა მოერიდონ. მოხარშული სტაფილო ჯანმრთელ საკვებად ითვლება გამხდრებისთვის, ავადმყოფებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ქოშინი, ხველა, ფილტვების ტუბერკულოზი, შეკრულობა, ჰემორეა. საუკეთესო სასმელია სუფთა წყალი.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტუბერკულიოზი განკურნებადია-გთავაზობთ მის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს.

• სიცოცხლის ელექსირი – ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება, რომელიც ზრდის ტონუსს და აძლიერებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. 1 ჭიქა სტაფილოს, 1 ჭიქა ჭარხლის, 1 ჭიქა პირშუშხას წვენი (გახეხეთ 1 ჭიქა პირშუშხას ფესვები, დაასხით 200 მლ არაყი, დადგით ერთი დღე-ღამე, გამოწურეთ წვენი) ყველაფერს ერთად შეურიეთ 2 ჭიქა ნიგოზი და ქიშმიში (ხორცსაკეპ მანქანაში გატერებული) დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, 2 ცალი წვრილად დაჭრილი ლიმონი, კარგად აურიეთ და  დაახურეთ მჭიდრო თავსახური, შეინახეთ მაცივარში, პირველ დღეებში მიიღეთ 1 ჩ. კ. შემდეგ კი 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს. ეს საშუალება გამოიყენება, როგორც ტუბერკულიოზის სამკურნალოდ, ასევე დასუსტებული ავადმყოფებისთვის. ის ახდენს ათეროსკლეროზისა და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.

• აიღეთ 4 ს. კ. დაქუცმაცებული მარმიჭი, დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 4 სთ, დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ეს საშუალება ასევე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.

• 60 გრ სიმინდის ულვაშს შეურიეთ 60 გრ შაქარყინული, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჩაის მაგივრად, მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღის შესვენების შემდეგ შეიძლება გაიმეოროთ მკურნალობის კურსი. წლის განმავლობაში 6 კურსი უნდა ჩაატაროთ.

• აიღეთ 280 გრ ცაცხვის თაფლი, 3/4 ჭ კონიაკი, 10 ც ლიმონი, 6ც კვერცხი. კვერცხის ნაჭუჭი და ლიმონი მოათავსეთ ჭურჭელში, ზემოდან გადააფარეთ ჯერ დოლბანდი, შემდეგ შავი ქაღალდი. დადგით მშრალ და ბნელ ადგილას. გააჩერეთ 6-7 დღე, სანამ ნაჭუჭი არ გაიხსნება, დაუმატეთ თხევადი თაფლი, ჩაასხით კონიაკი, წამალი მუქ ბოთლში შეინახეთ მშრალ და ცივ ადგილას. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ასეთი ნარევი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა მოამზადოთ, რადგან მალე ფუჭდება.

• აიღეთ 250 გრ გარჩეული ნიორი, დაასხით 1/2 ლ 3%-იანი ძმარი, გააჩერეთ 7 დღე. მიიღეთ 3 კბილი ნიორი ყოველდღე.
წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები