რევმატიზმის დროს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

  • გულის რევმატიზმი;
  • სისხლძარღვების რევმატიზმი;
  • სახსრების რევმატიზმი;
  • კანის რევმატიზმი;
  • ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
  • სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
  • ინფექციური დაავადებები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
  • სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
  • საერთო სისუსტე;
  • სწრაფი დაღლა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
  • გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
  • კუნთების კანკალი, კუნთების სისუსტე;
  • ღია ვარდისფერი გამონაყარი კანზე, სახსრების კანქვეშ კვანძების გაჩენა.

წითელი სამყურა და გვირილა. აიღეთ ათ-ათი გრამი ნედლეული, დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დადგით წყლის აბაზანაზე 15 დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიიღეთ 50–100 მლ. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარეგანად გამოიყენება საფენების და კომპრესების სახით სახსრების შესიების, დამწვრობის დროს.

პირშუშხა, ბოლოკი – ამ მცენარეების ახალგაწურული წვენით დაიზილეთ სახსრები, დაიდეთ დაზიანებულ უბნებზე ნევრალგიური ხასიათის და სახსრების
ტკივილის დროს.

მრავალძარღვა. დააქუცმაცეთ ხმელი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
ნაყენი მზადდება 15 გრ. ნედლეულისგან 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. მიიღეთ თბილი სახით ყლუპობით ერთი საათის განმავლობაში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ტუხტის და ბალბას ფესვი, გვირილის და ძიძოს ფოთოლი და ყვავილი. დაამატეთ 3 წილი სელის თესლი. შეახვიეთ დოლბანდში
და მოათავსეთ მდუღარე წყალში 3 წუთით. თბილი სახით დაიდეთ მტკივან ადგილზე და გადაიხვიეთ.

რევმატიზმის დროს ღუმელში გააცხელეთ ზღვის ქვიშა. შეკერეთ იმ ზომის ტომრები, რომ მათში ჩაეტიოს ოთხ-ოთხი კილო ქვიშა. ცხელი ქვიშა მოათავსეთ
ტომრებში და დაიდეთ მტკივან ადგილებზე.

ქვიშა შეიცავს მინერალებს და მეტალებს, ხოლო ტემპერატურა აჩქარებს ამ ნივთიერებებით მკურნალობის პროცესს.

Facebook კომენტარები