გაიყუჩეთ ყურის ტკივილი ერთ წუთში – ეს საშუალება ყველა სამზარეულოშია!!
სწორედ ამ მიზნით საჭიროა მიყვეთ მოცემულ ინსტრუქციას: ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა.ექიმის კომენტარი: ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტებისას, გარეგანად გამოიყენება სოკოვანი დაავადების დროს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს. გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს.
აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!
Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.