mobliurebi
mobliurebi

დაღლილობა დაამარცხეთ ამ გასაოცარი მეთოდებით

არსებობს დაღლილობის სხვადასხვა განსაზღვრება და კლასიფიკაცია, რომლებიც ასახავენ მრავალმხრივ ინტერპრეტაციას, იმის მიხედვით, ვინ აფასებს მდგომარეობას: პაციენტი, ექიმი, ბიოლოგი თუ ფიზიოლოგი.

avia.ge aviabiletebi iafad

დაღლილობის ხშირად გამოყენებული და პრაქტიკული განსაზღვრება გულისხმობს გამოფიტვის შეგრძნებას ჩვეულებრივი დატვირთვის შემდეგ ან დროს, ან არასაკმარისი ენერგიის ქონას ამ აქტივობის დასაწყებად. 

თუ თქვენ ძალიან ხშირად ხართ ამ მდგომარეობაში, სცადეთ ეს შესანიშნავი შეცეფტები და გაუმჯობესებას უმოკლეს დროში იგრძნობთ.

აიღეთ 40-50 გრამი ჟენ-შენის ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და 3 კვირით დადგით სიბნელეში.

მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. არაფერი დააყოლოთ. მკურნალობის კურსი 80 დღეა, ათდღიანი შესვენებით.

ანუნაყენს სვამთ 35 დღე, შემდეგ 10 დღე
ისვენებთ, მერე კი 35 დღე ისევ იღებთ ნაყენს. სასურველია, 1 წლის შემდეგ კურსი გაიმეოროთ.

მომატებული ნერვული აგზნებისას კი გირჩევთ, ეს ნახარშები სვათ:

– აიღეთ 2,5 სადილის კოვზი კატაბალახას (ვალერიანის) დაქუცმაცებული ფესვი და
დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2-3 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ნაყენი სასარგებლოა უძილობის, შაკიკისა და ნევროზის დროსაც.

აიღეთ 10 გრამი კუნელის გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ წყალი. 2 დღით დააყენეთ სიბნელეში, გაფილტრეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესია, წვეთები თბილ წყალში გახსნათ და ისე დალიოთ.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე
წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ცხლად, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება