mobliurebi
mobliurebi

ეს გასაოცარი ნარევი  ტვინს კვებავს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

რა სარგებლობა მოაქვს შვრიას ორგანიზმისთვის?

შვრია მდიდარია ნახშირწყლებით, ვიტამინ B1-ით, რომელიც ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აუმჯობესებს მეხსიერებას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ვიტამინებით, მინერალებითა და ცილით მდიდარი ლუდის საფუარი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ლუდის საფუარი და შვრია ორგანიზმს აჯერებს ვიტამინებით, რკინით, ცილითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც იცავს ჩვენს სხეულს სტრესისა და შფოთვისგან.

ლუდის საფუვრის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B1 თიამინთან ერთად აუმჯობესებს მეხსიერებას.

ლუდის საფუარს დადებითი გავლენა აქვს თავის ტვინის მუშაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი მიიღებს ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებებს. შედეგად კი უმჯობესდება  მეხსიერება.

ლუდის საფუარი აძლიერებს და ზრდის ჩვენი ტვინის სინაფსებს, ანახლებს ქსოვილებს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

ეს ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.

გირჩევთ, მოამზადოთ და მიიღოთ ნატურალური საშუალება, რომელიც გარდა თავის ტვინის მუშაობისა და მეხსიერების გაუმჯობესებისა, მოგიმარაგებთ ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ცოტა მარწყვი ან სხვა ნებისმიერი კენკროვანი ხილი (თქვენი გემოვნებით)
  • შვრიის ფანტელი 4 ს. კ.
  • ნახევარი ბანანი
  • ლუდის მშრალი საფუარი 1 ჩ. კ. ან თხევადი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ნიგოზი 1 ს. კ.
  • სეზამის თესლი 1 ს. კ.

მომამზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებულ მასას გემოსა და არომატისთვის (სურვილისამბერ) დაამატეთ თაფლი, ვანილი, დარიჩინი და შოკოლადი.
  2. შემოთავაზებული საშუალება დაუჯერებლად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მიიღეთ დილით უზმოზე.
  3. კურსის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. კარგი იქნება, თუ ამ საშუალებას მიიღებთ ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი აიღებთ რამდენიმე დღიან შესვენება
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება