ეს არის ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული რეცეპტი,  რომლის დახმარებითაც გაისწორებთ თმას, გაიძლიერებთ თმის ფოლეკულებს და შეიჩერებთ  ცვენას

სწორი, პრიალა, მბზინავი თმა თვალისმომჭრელია, მაგრამ ხშირი გასწორებების გამო ის ზიანდება, ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი.

თუკი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ აიხდინოთ მბზინავი, სწორი თმის ოცნება ისე, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ შედეგი და არ დაიზიანოთ თმა.

ჩვენ გასწავლით შესანიშნავ მეთოდებს რომელიც სახლის პირობებში გაგიჯანსაღებთ თმას და ამავდროულად დასწორებული გექნებათ.

რეცეფტისთვის საჭირო ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 1 ფინჯანი
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ აბაზანის ქუდი ან პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

თუ თქვენ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. ნელ-ნელა თმა მიიღებს თქვენთვის სასურველ გლუვ ფორმას, გააძლიერებთ თმის ძირებს, გაიუმჯობესებთ ხარისხს და შეჰმატებთ მბზინვარებას.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, რეგულარულად ჩაიტარეთ შემოთავაზებული პროცედურა, მიანიჭეთ თქვენს თმას სიგლუვე და გაიუმჯობესეთ თმის მდგომარეობას.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას თმის მოვლასთან დაკავშირებით:

თმის დაბანის წესები

დაბანამდე დაივარცხნეთ თმა, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. შამპუნი ჯერ ხელზე დაისხით და შემდეგ წაისვით სველ თმაზე. ბოთლიდან პირდაპირ თმაზე ნუ დაისხამთ. როცა შამპუნს წაისვამთ, თმის ძირებზე ხელის ფაქიზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი.

მოიშორეთ შამპუნი და თუ საჭიროა, კიდევ ერთხელ წაისვით.გამოიყენეთ თმის კონდიციონერი.ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ ოდნავ გრილით. გაიმშრალეთ თმა თბილი პირსახოცით თმის ძირებიდან ბოლოებამდე.

გახსოვდეთ, რომ თმის დაბანა ყოველ დღე საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მან შეიძლება თმის გამოშრობა და ცვენა გამოიწვიოს.

თმის გაშრობა

წაისვით სველ თმაზე რაიმე სპეციალური პროდუქტი, დამატენიანებელი. შემდეგ დაყავით ის რამდენიმე ნაწილად და გაიშრეთ ფენით. გახსოვდეთ, რომ თმასა და ფენს შორის მანძილი მინიმუმ 15 სმ უნდა იყოს.

გაშრობა დაიწყეთ თმის უკანა ნაწილით. თმის საშრობი ფენის ხშირად გამოყენება თმისთვის მავნებელია. კვირაში მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ გამოიყენეთ.

ზაფხულში ხშირად მიეცით თმას საშუალება, რომ არა ფენით, არამედ ბუნებრივად გაშრეს.

Facebook კომენტარები