შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი ნიორია.
ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.
ნიორის მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია.
ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.
შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შეცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.
ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასც თან უჯრედების დაშლა სდევს თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან.
შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.
ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს.
წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია.
კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად უფრო ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით.
ნაყენის მომზადების წესი:
- აიღეთ 10 კბილი ნიორი, თითეული კბილი გაჭერით და ჩაყარეთ გამჭირვალე მინის ბოთლში, დაასხით 4 ჩ. ჭ. წითელი ღვინო, დაახურეთ თავსახური და ორი კვირით დადგით ფანჯრის რაფაზე, ეცადეთ, რომ მზიანი მხარე შეარჩიოთ.
- ნაყენი დღეში 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ და გაადასხით მუქი ფერის მინის ჭურჭელში.
გამოყენების წესი:
მომზადებული ნაყენი მიიღეთ 1 თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.