არსებობს საკმაოდ ეფქტური რამდენიმე ხალხური მეთოდი, რომელთა  დახმარებით  კბილებიდან ქვებს მოიცილებთ და ამავდროულად გაითეთრებთ

კბილის ქვა კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება, რომელიც ისეთ ადგილებში ჩნდება, რომლებიც სათანადოდ არ იწმინდება.

ნადები დროთა განმავლობაში მკვრივდება, მუქდება და ქვებად ყალიბდება. კბილის ღრძილზედა ქვა მოთავსებულია ღრძილის კიდეზე, ადვილად შესამჩნევია და თეთრი ან მოყვითალო ფერისაა. ის ადვილად შორდება  კბილის ზედაპირს.

კბილის ღრძილქვეშა ქვა მოთავსებულია ღრძილის ჯიბეში. ის მჭიდროდ ეკვრის ფესვს, მკვრივი კონსისტენციისა და მუქი ფერისაა, ამიტომ არ ჩანს ვიზუალური დათვალიერებისას.

ქვების წარმოქმნას ხელს უწყობს

  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილის არარეგულარული წმენდა
  • უხარისხო კბილის ჯაგრისი და საწმენდი საშუალება ე.წ. პასტა
  • საკვების ღეჭვა მუდმივად ერთ მხარეს
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის დაავადება
  • ორგანიზმში მარილის ბალანსის დარღვევა
  • საკვებ რაციონში რბილი პროდუქტის ჭარბად გამოყენება
  • კბილების თანდაყოლილი დეფექტი

კბილზე ქვების გაჩენა ინდივიდუალურია.  ასაკის მატებასთან ერთად კი ქვების ჩამოყალიბება უფრო სწრაფად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქვების გაჩენამ შესაძლოა ბავშვთა და მოზარდთა ასაკშიც იჩინოს თავი.

კბილზე ქვების გაჩენის ნიშნებია:

  • არასასიამოვნო /ცუდი სუნი პირში
  • ღრძილებიდან სისხლდენა
  • ღრძილის რეცესია (ღრძილოვანიკიდის განლევა)
  • ვიზუალურად ღრძილის კიდეზე თეთრი მინერალიზირებული ნადების არსებობა

კბილზე ქვები იწვევს ღრძილების გაღიზიანებას, სისხლდენას, კბილის გარშემო მდებარე ქსოვილების დაზიანებას, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივდება ინფექციის შეჭრაც, სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული კბილის პროფესიონალურად წმენდა  წელიწადში რამდენჯერმე (სულ მცირე 2-ჯერ).

არსებობს ბევრი ხალხური მეთოდი, რომელთა  დახმარებით  კბილებიდან ქვებს მოიცილებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს.

1. კბილების გასაწმენდი საშუალება

დაგჭირდებათ:

კბილის ჯაგრისი 1 ცალი

მარილი ½ ს. კ.

თბილი წყალი ½ ფინჯანი

კბილის საწმენდი

სოდა

ანტისეპტიკური პირის ღრუს სავლები

სოდა, მარილი და წყალი აურიეთ. მომზადებული ნაზავით კბილები კარგად გაიხეხეთ, შემდეგ პირის ღრუს სავლები გამოივლეთ და ბოლოს სუფთა წყლით გაამოირეცხეთ.

2. ხილისა და ციტრუსების დახმარებით
კბილები 10 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ ლიმონით ან მარწყვით. ხილის მჟავიანობა არბილებს ფირფიტას და მარტივად მოიშორებთ კბილის ჯაგრისით.

3. საფუარით გაწმენდა

გამაფხვიერებელი გააჯერეთ წყლით და კბილები კარგად გაიხეხეთ. ამ გზით არა მარტო ქვებს მოიშორებთ, არამედ კბილებსაც გაითეთრებთ.

4. ჩაის ხის ეთერზეთით გასუფთავება

2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი დააწვეთეთ კბილის ჯაგრისზე და კბილები კარგად გაიხეხეთ.

 

Facebook კომენტარები