მეჭეჭების მოცილება ყველაზე ეფქტური გზით უმოკლეს დროში!
მეჭეჭი კანის პატარა, არაანთებითი ხასიათის სიმსივნური წარმონაქმნია. მისი დიამეტრი 1-2 მმ-დან 1 სმ-მდე ვარირებს, იშვიათად უფრო მეტიც არის.
მეჭეჭს პაპილომავირუსი იწვევს.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება. გამომწვევი გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან ან საგანთან შეხების დროს.
მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის. დაავადების მიმდინარეობა, მეჭეჭების რაოდენობა სხვადასხვანაირია.
არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც.
გასწავლით ეფექტურ საშინაო მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ კანზე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.
ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლის ძმარია.
გამოყენების წესი:
- პირველ რიგში, დაგჭირდებათ ბამბის ტამპონი და ვაშლის ძმარი.
- ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით, დაიტანეთ მეჭეჭებზე და დაიტოვეთ რამდენიმე წუთი.
- პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში.
- ერთი კვირის შემდეგ მეჭეჭები გაგიქრებათ. თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ პროცედურები გააგრძელეთ მეჭეჭების სრულ გაქრობამდე.
შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ქუთუთოებზე არსებული მეჭეჭების გასაქრობად.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს და უმარტივესი მეთოდის საშუალებით გათავისუფლდით მეჭეჭებისგან.