ხელების მოვლას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს მალამო მუდამ უნდა იდოს თქვენს ჩანთაში

vau.ge 2021 07 12T172839.964

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი ხელები აჩვენებს როგორ ვუვლით თავს. ნაოჭების პირველი გამომჟღავნება ხდებახელებზე. ყველაზე დიდი დატვირთვაც რა თქმა უნდა ხელებს აქვს.
ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და ბევრი ქიმიკატის გამოყენება აშრობს კანს, რაც იწვევს დასკდომას. თუ სათანადოდ არ ვუვლით უხეშდება და ნაოჭებიც მარტივად ჩნდება.

ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით ჩვენ შემოგთავაზებთ ამ საოცრად ეფექტურ მალამოს.

მალამო ხელების კანისათვის

საჭირო ინგრედიენტბი:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა სამივე ინგრედიენტისგან. მიღებული მალამო მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  2. აქტიურად დაიმუშავეთ ხელები ამ მალამოთი, რათა მინიმალურ ვადაში მოიშოროთ ნაოჭები, ლაქები, გარქოვანებული კანი და ბზარები.
  3. მალამოს გამოყენებამდე რეკომენდებულია ხელებისათვის შემდეგი აბაზანის მომზადება: 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი და მოათავსეთ მასში ხელები 10 წუთით.
  4. წაისვით მალამო მხოლოდ ამ აბაზანის მიღების შემდეგ, კარგად დატენიანებულ კანზე.

ძალიან სასარგებლოა ხელის აბაზანები:

  • ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის აბაზანა კვებავს და არბილებს კანს;
  • ზღვის მარილის აბაზანა (2 სუფრის კოვზი მარილი 0,5 ლ წყალზე) სასარგებლოა ფრჩხილებისთვის;
  • პიტნის ფოთლების აბაზანა დაღლილობას მოგიხსნით;
  • გვირილისა და ცაცხვის აბაზანა არბილებს და ამშვიდებს კანს;
  • ასევე სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის აბაზანა, რომლის შემდეგაც ხელებზე მკვებავი კრემი უნდა წაისვათ.
  • აბაზანა მიიღეთ კვირაში ერთხელ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები