დღეს გასწავლით რამდენიმე რეცეფტს როგორ შეიმსუბუქოთ ქუსლის ტკივილი

vau.ge 2021 07 10T181858.205

ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე – პოდაგრა და ოსტეოპოროზი.

მეტად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა: ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. არც უქუსლო ფეხსაცმლის ტარება შეიძლება. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაღალი და მყარი საქუსარი და მომრგვალო ცხვირი. საჭიროების შემთხვევაში არ უნდა დავიზაროთ ორთოპედიული ღაბაშის – სუპინატორის – გამოყენება.

დღეს გასწავლით რამდენიმე რეცეფტს როგორ შეიმსუბუქოთ ქუსლის ტკივილი
ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე ყველას გვსმენია. ვაშლის ძმარი მართლა საოცარი ნარევია, რომელიც გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ.

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩაის ჭიქა წყალი (500 მლ)
  • 1/2 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ტაშტში.
  2. დაუმატეთ წყალს ვაშლის ძმარი.
  3. მომზადებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 15 წუთით.
  4. ტკივილი სწრაფადვე გაივლის!

ინგლისური მარილი
ქუსლების  ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად შესანიშნავია ინგლისური მარილი.  ეს პროდუქტი მდიდარია მაგნიუმისა და სულფატის მარილებით, რომლებიც შეიწოვება ჩვენს კანში და გარდა ტკივილისა, ამცირებს შეშუპებასაც.

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩაის ჭიქა ინგლისური მარილი
  • 3 ჩაის ჭიქა წყალი (750 მლ)

ინსტრუქცია:

  1. ჩაასით ტაშტში ცხელი წყალი და ჩაყარეთ ინგლისური მარილი.
  2. ურიეთ კრისტალების სრულ გახსნამდე.
  3. მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 15-20 წუთით.
  4. ტკივილი და შეშუპება სწრაფადვე გაქრება!

სალბი და ვაშლის ძმარი
თუ ვაშლის ძმარს დაუმატეთ სალბი,  რომელიც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

დაგჭირდებათ:

  • სალბის 6 ცალი ფოთოლი
  • 1/2 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)

ინსტრუქცია:

  1. დაფქვით სალბის გამომშრალი ფოთლები.
  2. ქვაბში ჩაასხით ვასლის ძმარი და ჩაყარეთ დაფქული ფოთლები.
  3. როდესაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.
  4. მიღებულ საშუალებაში ჩაალბეთ რბილი ქსოვილი, დაიფინეთ მტკივან ქუსლზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით.
  5. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 2 საათით.
  6. თუ 1 კვირის განმავლობაში ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ჩაიტარებთ, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება თქვენთვის სრულიად უცხო გახდება.
ზეითუნის და მიხაკის ზეთი

მიხაკის ზეთი მდიდარია ბევრ სასაეგებლო ნივთიერებით, ევგენოლით, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.  გააზავეთ იგი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით, რათა თავიდან აირიდოთ კანის გაღიზიანება.

დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი მიხაკის ზეთი

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ორივე კომპონენტი ერთმანეთში და ოდნავ შეათბეთ მიკროტალღური ღუმელის დახმარებით.
  2. ნელი წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ ეს ნარევი ქუსლებში, ამოიცვით წინდები და მოკალათდით კომფორტულად.
  3. თუ პროცედურას დღეში ორჯერ ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

ვაზელინი და კაიენის წიწაკა
კაპსაიცინი, რომელსაც შეიცავს კაიენის წიწაკა, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. როგორც ვიცით ვაზელინი შესანიშნავად ატენიანებს კანს და ეხმარება აქტიურ ნივთიერებებს შეწოვაში.

დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი ვაზელინი
  • 1/2 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა

ინსტრუქცია:

  1. ოდნავ შეათბეთ ვაზელინი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
  2. დაუმატეთ მას კაიენის დაფქული წიწაკა და კარგად მოურიეთ.
  3. მომზადებული საშუალება კარგად შეიზილეთ ქუსლებში.
  4. ჩაიტარეთ პროცედურა დღესი 2-ჯერ, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან.
Facebook კომენტარები