mobliurebi
mobliurebi

აქამდე გმენიათ იასამნის ნაყენზე? სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს ამაზე უკეთესს ვერაფერს გამოიყენებთ

vau.ge 2021 07 08T173522.173

იასამანს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც სამკ­ურნალოდ, ისე მრავალი დაავადების პრევენციისთვის. დადასტურებულია, რომ ამ მცენარეს სიცხის დამწევი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტური და შარდმდენი ეფექტი აქვს.

სამკურნალოდ ვარგისია იასამნის არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ფოთლები, კვირტები და ყლორტებიც. ეს მცენარე მდიდარია ფიტონციდებით - ანტიბაქტერიული ნივთიერებებით, ფლავონოიდებით - ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით.

უხსოვარი დროიდანაა ცნობილი იასამნის ყვავილებისა და ფოთლების ნაყენის რეცეპტი, რომელიც რეკომენდებულია რევმატული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს. თუ აგარაკზე შეუძლოდ გახდით, წამალი ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ღობის გასწვრივ კი იასამანი ყვავის, სცადეთ, ტკივილს მისი დახმარებით გაუმკლავდეთ.

ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და სამი საათით დადგით. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ მტკივანი ადგილების დასაზელად და კომპრესისთვის.

იასამნის ექსტრაქტს შეიცავს მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი - ანთების საწინააღმდეგო მალამოები და გელები, რომლებიც რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება. იასამნის ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი (4 სუფრის კოვზი 1 ლ მდუღარე წყალზე), თუ ახალდაბანილ თავზე გადაივლებთ, ბზინვარებას შემატებს თმას და გააჯანსაღებს თავის კანს.

იასამნის ხმელი ყვავილებისა და ფოთლებისგან მომზადებული ჩაი (1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით) გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება ბრონქების, ფილტვების, ასევე თირკმლის ზოგიერთი დაავადების დროს.

იასამნის ნაყენს სვამენ როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას - 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. იასამნის პრეპარატები არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.

გაითვალისწინეთ:

შინაგანი მიღებისთვის უმჯობესია ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენოთ. ახალდაკრეფილ, ცოცხალ ყვავილებსა და ფოთლებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საკმაოდ ტოქსიკურია და შესაძლოა გავნოთ.

იასამანი ასე გაახმეთ:

დაკრიფეთ, შეკარით მომცრო კონებად და დატოვეთ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთარში ეს მარაგი ძალიან გამოგადგებათ.

თუ მარილის ფენების დაგროვება გაწუხებთ, ორ ლიტრიანი მინის ქილა გაავსეთ ყვავილებით და დაასხით იმ რაოდენობით არაყი ან სპირტი, რომ ბოლომდე დაიფაროს. გააჩერეთ  3 კვირა. კარგად შეიზილეთ ყოველ საღამოს მუხლებში, მხრებზე, კისრის არეზე, მაჯებზე და ა.შ.

ბრონქიტის სამკურნალოდ

გაავსეთ მინის ქილა და დაასხით არაყი. გააჩერეთ 10 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ. საღამოს საათებში პატარ-პატარა ყლუპებით მიირთვით ჩაი, რომელშიც 30 მლ ნაყენი გექნებათ დამატებული. მკრურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება