რატომ არის აუცილებელი კვერცხის ნანუჭის შენახვა?  კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის საბადოა

Vairkoseti

რატომ არის აუცილებელი კვერცხის ნანუჭის შენახვა?  კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის საბადოა

vau.ge 2021 07 06T165122.226

კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი.

კარგად გარეცხეთ სოფლის კვერცხი, 2-3 წუთი ჩააგდეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ, ნაჭუჭს შიდა მხრიდან მოაშორეთ აპკი, როდინში დაფქვით პუდრივით. აიღეთ ჩაის კოვზის წვერით, დააწვეთეთ ლიმონის წვენი და მიირთვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ხსნარი. კარგად გარეცხილი უმი კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ისე, რომ დაიფაროს და გააჩერეთ 8-12 საათი. კალციუმი ნაწილობრივ გადადის ხსნარში, რომელიც მზა კერძს შეგიძლიათ მოასხათ გემოვნების მიხედვით.

კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ბევრ მინერალს. შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას და ასე შემდეგ. მდიდარია ამინომჟავებით. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი შემადგენლობა პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის.

სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ახალი კვერცხის ნაჭუჭი და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ქათმის კვერცხია. გარეცხეთ კვერცხი საპნითა და თბილი წყლით. ერთი სადილის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში და მოათავსეთ მასში ნაჭუჭები ნახევარი საათით.

შემდეგ შეინახეთ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილ ტემპერატურაზე, თუნდაც თბილ ღუმელში. ფხვნილის სახით კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ, შეინახოთ მხოლოდ თავდახურული მინის ჭურჭლით გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.

თქვენ შეგიძლიათ, დააჩქაროთ მოტეხილობების მკურნალობა, თუ 3-ჯერ დღეში მიიღებთ ერთ სადილის კოვზ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს ერთ ჭიქა წყალთან ერთად, სანამ ის ფსკერზე არ დაილექება.

14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმარისია დღეში ერთი ჩაის კოვზი.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს რეგულარულად, ყოველ წელს ორი-სამი კვირის ხანგრძლივობით. სადილიდან ათი-ოცი წუთის შემდეგ მიიღეთ ნახევარი სადილის კოვზი ფხვნილი რძესთან, იოგურტთან ან რაიმე წვენთან ერთად.

თუ გულძმარვა გაწუხებთ, ორი ჩაის კოვზი კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი კარგად გახსენით ერთ ჭიქა რძეში. მიიღეთ ყოველდღიურად. ერთი თვის შემდეგ შეისვენეთ ორი კვირით და მომდევნო ერთი თვე შეგიძლიათ,  მისი გამოყენება ისევ განაგრძოთ.

 

Facebook კომენტარები
Vairkoseti