ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი ნიღბები თვალების ირგვლივ

vau.ge 2021 07 05T161507.415

ოხრახუში ხალხურ კოსმეკტიკაშიც საკმაოდ ცნობილი ნივთიერებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მას კანის რეგენერაციული ეფექტი აქვს.
ოხრახუშის კრემის დამზადება ძალიან მარტივია, მისი გამოყენების შემდეგ კი შედეგი საოცარი იქნება.

თქვენ  დაგჭირდებათ ეს ინგრედიენტები:

  • ორი სუფრის კოვზი დაჭრილი ან დაბლენდერებული ოხრახუში
  • ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ოხრახუში წყალში და დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააციეთ. კარგად დაჭყლიტეთ მასა და დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ დახურულ ჭურჭელში. მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 5-6 დღით.

გამოყენების წესი:

საუკეთესო შედეგისთვის კრემი დღეში ორჯერ უნდა გამოიყენოთ – დილით და საღამოს. წაისვით ის სასურველ ადგილებში ბამბით, კარგად შეიზილეთ კანში და ნელ-თბილის წყლით ჩამოიბანეთ. ლოსიონი ავიწროვებს ფორებს და წმენდს კანის სიღრმეებს.

Შეურიეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს. წაისვით ნიღაბი კანზე თვალების არეში, დაიდეთ ნესტიანი ბამბის ბალიშები. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

მაღალი კვებითი ღირებულების გამო კვერცხის გულს წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაში ნიღბების, კრემებისა და სხვა საშუალებების დასამზადებლად. ჯერ კიდევ ძველი დროის კოსმეტოლოგებმა იცოდნენ, რომ კვერცხის გული აახალგაზრდავებს კანს და ალამაზებს თმას. კვერცხის გულის შემცველი ნიღბები სასარგებლოა არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც.

კვერცხის გულში შემავალი ნივთიერებები კვებავს უჯრედებს, ხელს უშლის კანისა და თმის გამოშრობას, ხსნის გაღიზიანებას, აცხრობს ანთებას, ებრძვის წვრილ ნაოჭებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და  1 კვერცხის გული.  წაისვით ქუთუთოების კანზე. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

Დაასველეთ თეთრი პურის ნაჭერი ოდნავ გახურებულ მცენარეულ ზეთში. Მიღებული მასა წაისვით კანზე თვალების გარშემო, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

 

Facebook კომენტარები