mobliurebi
mobliurebi

ეს ორიგინალური ნიღაბი სახეს იმ სიკაშკაშეს უბრუნებს, რომელიც ყველას სურს და ხიბლავს. მისი მომზადებისას ლავანდი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ როზმარინით, სალბით, მწვანე ჩაით, პიტნით ან ოხრახუშით. თუმცა, კარაქის ჩანაცვლება რეკომენდირებული არ არის, რადგან იგი მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

kak molodeyut frantsuzhenki retsept slivochnoy maski iz samogo provansa 1

რეცეპტი

  • 1 ს/კ კარგი კარაქი, ოთახის ტემპერატურით დარბილებული
  • 2 ს/კ ძლიერი ლავანდის ინფუზია
  • 1 ს/კ კვერცხის გული

ლავანდის ინფუზიის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ 2 ს/კ ხმელი მცენარე ყოველ 100მლ. მდუღარე წყალზე. ნაყენს უნდა დააფაროთ თავსახური ოთახის ტემპერატურამდე გაციებამდე.

მომზადების წესი:

აზილეთ კარაქი და კვერცხის გული ერთმანეთში. მორევისას თანდათან დაუმატეთ ცოტ-ცოტა ინფუზია. ამის შედეგად სასიამოვნო სტრუქტურის მქონე კრემი უნდა მიიღოთ.

მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, კისერზე, დეკოლტის არეში და ხელებზე 3-4მმ. სისქის ფენად. კარგად შეიზილეთ თხელი ფენა თვალების ქვეშ არსებულ არეში და ნაოჭების ზედაპირზე.
ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ 20-60 წუთის შემდეგ, დარჩენილი ინფუზიით. ამ პროცედურამდე ინფუზია უნდა გააზავოდ მასზე ორჯერ უფრო დიდი ოდენობის ადუღებულ წყალში.
ამ პროცედურის ეფექტებს მაშინვე შეამჩნევთ: თქვენი კანი გაბრწყინდება, გახდება უფრო გლუვი და დაიბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
ნიღაბის გამოყენების სრული კურსის ჩასატარებლად იგი უნდა წაისვათ კვირაში სამჯერ, 8-12 კვირის განმავლობაში. დროდადრო ჩაანაცვლეთ ნიღაბი სახის დამატენიანებელი სახით, რათა ზედმეტად არ გამოაშროთ კანის მკვდარი უჯრედები. ასევე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით გაჩერებას.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება