mobliurebi
mobliurebi

მუქი კანი

მუქი კანის მქონე ადამიანებს D ვიტამინის ნაკლებობა უფრო მეტად ემუქრებათ, რადგან მათ ათჯერ უფრო მეტი ულტრაიისფერი სხივები სჭირდებათ საკმარისი ვიტამინების მისაღებად ღია ფერის კანის მქონე ადამიანებთან შედარებით.

content 7 симптомов нехватки витамина D в крови1

დეპრესია და ხასიათის რადიკალური ცვლა

მზის სხივებისგან D ვიტამინის მიღება ორგანიზმში სეროტონინის დონის გაზრდას იწვევს, რასაც კარგი ხასიათის ჰორმონს ეძახიან. იგი ტვინის მიერ გამოიყოფა. მეცნიერებმა კვლევის მიხედვით დაადგინეს, რომ დეპრესია და ხასიათის რადიკალური ცვლების მსგავსი პრობლემები ხშირია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც D ვიტამინის ნაკლებობა აწუხებთ.

content 7 симптомов нехватки витамина D в крови2

წონის მატება ცხიმოვანი მასის ან კუნთების მასის რადიკალურად გაზრდის საშუალებით

D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ჰორმონია, რის გამოც ორგანიზმი მას სწორედ ცხიმოვან უჯრედებში ინახავს. სწორედ ამიტომ D ვიტამინის გადამუშავება იზრდება ორგანიზმის ცხიმოვანი მასის მატების პროპორციულად. იგივე ეხება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანები რადიკალურად ამცირებენ სხეულის ცხიმოვანი მასების ზომას კუნთების გამოსაკვეთად.

content 7 симптомов нехватки витамина D в крови3

ზურგის და ძვლების ტკივილი

ქრონიკული დაღლილობის და მსგავსი პრობლემების მიზეზი ხშირად სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა გახლავთ. აღნიშნული ჰორმონის ნაკლებობა კალციუმს ძვლების უჯრედებში შეღწევის საშუალებას აძლევს, რაც საბოლოოდ ძვლების ტკივილს იწვევს.

თავის ქალის ოფლიანობა

ექიმებისა და სპეციალისტების თქმით თავის ქალის არეში ოფლიანობის სიჭარბე და სიხშირე D ვიტამინის ნაკლებობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს. როგორც წესი მსგავს ასპექტს მარტივად ამჩნევენ ახალშობილ ბავშვებში.

content 7 симптомов нехватки витамина D в крови4

ნაწლავების პრობლემები

კუჭ-ნაწლავის დაავადებები რომლებიც ხელს უშლიან ცხიმების შეწოვის პროცესის ჯანსაღად წარმოებას, ასევე აფერხებენ ცხიმებში ხსნადი ნივთიერებების გადამუშავების პროცესებსაც. სწორედ ასეთი ნივთიერებების სიაში შედის D ვიტამინი და შესაბამისად კუჭ-ნაწლავის ისეთი დაავადებები, როგორიცაა წებოვანი უჯრედების ნაკლებობა, ნაწლავების ანთება და კრონის დაავადება, სწორედ აღნიშნული ჰორმონის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მუცლის არეში გაჩენილი პრობლემების მკურნალობისას ასევე შეამოწმოთ და გამოასწოროთ D ვიტამინის პოტენციურად დაბალი შემცველობაც თქვენს ორგანიზმში, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური გართულებები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება