mobliurebi
mobliurebi

ბანანს ეგზოტიკურ ხილად ნაკლებად აღვიქვამთ, რადგან დიდი ხანია, რაც ის ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ უგემრიელეს ხილს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სიამოვნებით მიირთმევენ. მის სასარგებლო თვისებებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენს სტატიაში ბევრი ადამიანისთვის საინტერესო კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მეცნიერების მოსაზრებებზე დაყრდნობით, ვეცდებით აგიხსნათ, თუ როგორი ბანანია ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო: მწიფე, ნაკლებად მწიფე თუ გადამწიფებული.

დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბანანი, რომელსაც მუქი ფერის კანი აქვს, ორგანიზმზე სასარგებლოდ ზემოქმედებს. ნაკლებად მწიფე ბანანში დიდი რაოდენობით უხსნადი სახამებელი გვხვდება. ის წვრილ ნაწლავში ვერ გადამუშავდება. უხსნადი სახამებლის ფერმენტაცია მსხვილ ნაწლავში მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი მეტეორიზმის განვითარებას უწყობს ხელს. მწიფე ბანანში სახამებლის უდიდესი ნაწილი შაქრად გარდაიქმნება, რის გამოც, ის არა მხოლოდ გემრიელი საჭმელია, არამედ საკვების ეფექტურად მონელებასაც უწყობს ხელს.HOW DOES THE RIPENING OF FRUITS WORKS ? - WHATS-IN HK

მწიფე ბანანში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. რაც უფრო მუქი ფერის არის ბანანი, მით უფრო მეტი რაოდენობით გვხვდება მასში სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ციტოკინია. სნფ-ალფა იმუნურ უჯრედებს არეგულირებს და სიმსივნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

დღის განმავლობაში 1 გადამწიფებული ბანანიც რომ მიირთვათ, თქვენი იმუნიტეტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. იაპონელი მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ პროდუქტში დიდი რაოდენობით ბოჭკო, C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ანტიოქსიდანტები გვხვდება. როდესაც მაღაზიაში ბანანის შეძენას გადაწყვეტთ, უპირატესობა მუქი შეფერილობის მქონე ბანანს მიანიჭეთ. შესაძლოა, მისი მირთმევა დიდ სიამოვნებას არ გგვრიდეთ, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ, გადამწიფებული ბანანი სხვადასხვა კერძში გამოიყენოთ. უმჯობესია, თუ ბანანს საუზმის მირთმევიდან ორი საათის შემდეგ ხემსის სახით მიიღებთ. არასდროს მიირთვათ ბანანი უზმოზე. საკუთარ ჯანმრთელობაზე თუ ზრუნავთ, ყოველთვის სწორად უნდა იკვებოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება