mobliurebi
mobliurebi

ინგრედიენტები

  • საზამთროს ქერქი – 2 კგ (მზა)
  • შაქარი – 2.5 კგ
  • წყალი – 5-6 ჭიქა
  • კირი – 400 გ
  • კარდამონი (ილი) – 2 ჩ.კ
  • შაბი – 1 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები

საზამთროს ქერქებს ავაჭრა კანი და გულის ვარდისფერი ნაწილი, დავჭრათ, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ კირიან ცივ წყალში, თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ-სამჯერ გავავლოთ გამდინარე წყალში, ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ. 2 კგ. შაქარს დავასხათ 5-6 ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, როდესაც ვაჟინი კარგად მოიხარშება, შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები, დავუმატოთ ილი და ვანილი და სანამ მურაბა ბოლომდე არ მომზადდება, ვხარშოთ, შემდეგ კი ცხელივე ჩავასხათ ქილებში. თუ ვაჟინი (სიროფი) ცოტა დააკლდა მურაბას, ზემოხსენებული პროპორციით იგი მოვამზადოთ ცალკე და დავუმატოთ მურაბას.
ილი სასურველია ჩავყაროთ 2-3 პირად გადაკეცილ დოლბანდში, შევკრათ ძაფით და ასე მოვათავსოთ მურაბასთან ერთად. როდესაც მურაბა მოიხარშება, ამოვიღოთ

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება