ეს ქალბატონი 54 წლისაა და არ აქვს ღრმა ნაოჭები... ახალგაზრდებსაც კი შურთ მისი სილამაზე!
სახამებლის ნიღბების ეს რეცეპტები მასწავლა 54 წლის ქალბატონმა, რომლის ქებითაც არ დავიღალები.
გსმენიათ ოდესმე სახამებლის სარგებლობის შესახებ კანისთვის? ან რომ სახამებლის სახის ნიღბები მოქმედებით ბოტოქსს შეედრება?
სახამებელი რეგულარული და სათანადო გამოყენებით, ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გაქრობას, მათ გასწორებას და ელასტიურობის გაზრდას.
სახამებლის სახის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. სახამებელი
- 1 ჩ.კ მარილი
- 1 ჩ.კ თაფლი
- ცოტა თბილი რძე
მომზადება:
შეურიეთ ნიღბის ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვნებამდე. წაისვით ის გასუფთავებულ სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნაზად მოაცილეთ ნარევის ნარჩენები ბამბის დისკით და დაიბანეთ სახე.
სახამებლის, არაჟნისა ა და ვარდკაჭაჭას ნიღაბი
სახამებლის ნიღბები ამკვრივებს კანს, ატონიზირებს მას, ააქტიურებს კანში მიმდინარე შინაგან პროცესებს. დამატებითი ინგრედიენტები, რომლებიც ამ კოსმეტიკურ ნარევებშია, მხოლოდ აძლიერებს სახამებლის ეფექტს!
ინგრედიენტები:
- 4 ს.კ. სახამებელი
- 4 ს.კ. არაჟანი
- 3 ს.კ ვარდკაჭაჭას ფხვნილი
მომზადება:
შეურიეთ ნიღბის ყველა ინგრედიენტი გასქელებამდე. წაისვით ის გასუფთავებულ სახეზე. გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
სახამებლის ნიღაბი კვერცხის ცილით, კეფირით და თაფლით
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის ცილა
- 1 ს. კ სახამებლი
- 1 ს. კ კეფირი
- თაფლი
მომზადება:
აიღეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ ოდნავ. დაუმატეთ სახამებლის ბაზა, კეფირი და ცოტა თაფლი. ნიღაბოც მზადაა. აიღეთ რბილი ფუნჯი, რომ ნიღაბი თანაბრად გადანაწილდეს და წაისვით სახეზე, კისერზე ან დეკოლტეზე. არ გამოტოვოთ თვალების ირგვლივ არსებული ადგილები. დაელოდეთ, პირველი ფენა ოდნავ გაშრეს და წაისვით მეორე, შემდეგ კი მესამე. ასე მივაღწევთ მაქსიმალურ ეფექტს. დაისვენეთ 15 წუთის განმავლობაში.