ორგანიზმში დაბალი მაგნიუმის 12 საშიში ნიშანი! გაიგეთ როგორ შეივსოთ მაგნიუმის ნაკლებობა!
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც მაგნიუმი.
მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმში 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში, არტერიული წნევის ნორმალიზებაში, ნივთიერებათა ცვლაში, იმუნური სისტემის რეგულაციაში, ცილებისა და კალციუმის ცვლაში და ჯანმრთელობის ბევრ სხვა ასპექტში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიკროელემენტის საკმარისად მიღება.
მაგნიუმის დეფიციტი საერთო პრობლემაა და შეიძლება მრავალი დაავადების მიზეზი გახდეს.
მაგნიუმის დეფიციტის ერთი-ერთი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ადამიანებმა შეცვალეს კვების სტილი. დღეს ჩვენ იშვიათად ვჭამთ ისეთ საკვებს, როგორიცაა ლობიო, თესლები, თევზი, თხილი და ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, რომლებიც მაგნიუმის ძირითადი წყაროა.
12 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა გქონდეთ მაგნიუმის დეფიციტი:
1. ქრონიკული დაღლილობა
მაგნიუმი ჩვეულებრივ რეკომენდებულია ქრონიკული დაღლილობის, ძალის ან ენერგიის ნაკლებობის მქონე ადამიანებისთვის.
ბრაზილიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის დამატებით წყაროს შეუძლია არა მხოლოდ გაზარდოს გამძლეობა სპორტსმენებში, არამედ სარგებლობა მოახდინოს ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
2. კუნთების კრუნჩხვები
თუ ხშირად განიცდით კუნთების კრუნჩხვებს, ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის მტკიცებულება.
3. შაკიკი
შაკიკით დაავადებულებს ხშირად აქვთ მაგნიუმის დეფიციტი, რაც ზრდის კუნთების დაძაბულობას.
კვლევის თანახმად, მაგნიუმის დამატებით წყაროს შეუძლია გააქროს გულისრევა, ღებინება და მგრძნობელობა სინათლისა და ხმის მიმართ შაკიკის მქონე ადამიანებში.
4. ძილის პრობლემები
გიჭირთ დაძინება? ხშირად იღვიძებთ შუაღამისას? ეს შეიძლება იყოს მაგნიუმის დეფიციტის ნიშანი. ამ პრობლემებისგან თავის დასაღწევად საკმარისია მისი მოხმარების გაზრდა. აშშ-ს კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატები დაგეხმარებათ ძილის პრობლემების დაძლევაში.
5. მაღალი წნევა
დღესდღეობით, ჰიპერტენზია არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა დასავლურ სამყაროში.
მაგნიუმი ითვლება კალციუმის არხების ბლოკატორების ბუნებრივ ანალოგად, რომლებიც წარმოადგენენ არტერიული წნევის შესამცირებელ წამლებს.
2021 წელს დიდი ბრიტანეთის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე ადამიანებს აქვთ ჯანმრთელი სისხლძარღვები და ნორმალური არტერიული წნევა.
6. სახსრების ტკივილი
ბევრი ადამიანი განიცდის სახსრების ტკივილს, მაგრამ ზოგიერთს ეს უფრო ხშირად და უფრო მძაფრად ემართება.
ამ შემთხვევაში, მაგნიუმის მოხმარების გაზრდა მოგიხსნით სახსრების ტკივილს და რადგან მაგნიუმს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები მცირე ან საერთოდ არ ჰქონდეს, რატომ არ უნდა სცადოთ?
7. ყაბზობა
მაგნიუმი აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, რადგან ორგანიზმს ეს მინერალი სჭირდება განავლის დასარბილებლად და სითხეების ათვისებისთვის.
8. ასთმა
კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში მაგნიუმის მატებასთან ერთად, ასთმის მქონე ადამიანები აუმჯობესებენ სუნთქვას.
9. დეპრესია
მაგნიუმს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ტვინის ფუნქციონირებასა და განწყობაში. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ თანამედროვე საკვებში მაგნიუმის დაბალი დონე შესაძლოა დეპრესიისა და ფსიქიკური დაავადების მიზეზი იყოს.
2019 წელს ჩატარებულმა ამერიკულმა კვლევამ, რომელშიც 8800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ისინი, ვინც 65 წელზე უმცროსი იყო და მაგნიუმის ნაკლები მიღება ჰქონდათ, 22 პროცენტით უფრო მეტად განიცდიდნენ დეპრესიას.
10. კალციუმის დეფიციტი
მაგნიუმის დეფიციტი თავის მხრივ იწვევს კალციუმის დეფიციტს, რადგან მაგნიუმი ორგანიზმს სჭირდება კალციუმის ათვისებისთვის.
11. ტკბილეულისადმი ლტოლვა
თუ თქვენს სხეულს აკლია მაგნიუმი, ის ამას გეტყვით შოკოლადის ან კანფეტისადმი ძლიერი ლტოლვით. თხილეულის, თესლეულისა და ხილის მეშვეობით მაგნიუმის რეგულარული მიღების შენარჩუნებით, თქვენ შეზღუდავთ ტკბილეულისადმი ლტოლვას.
12. არითმია
არარეგულარული გულისცემა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მაგნიუმის დეფიციტით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მაგნიუმი იცავს სისხლძარღვებს და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამას.
როგორ გავზარდოთ მაგნიუმის მიღება?
მაგნიუმის დანამატები ხელმისაწვდომია აფთიაქებში ან ჯანსაღი კვების მაღაზიებში.
არსებობს სხვადასხვა სახეობები: მაგნიუმის ქლორიდი (გემოთი მწარეა, მაგრამ ხშირად რეკომენდებულია), მაგნიუმის ციტრატი (საუკეთესო ვარიანტი, თუ გაწუხებთ გულძმარვა, მაგალითად), მაგნიუმის სულფატი (იდეალურია დამამშვიდებელი ცხელი აბაზანისთვის).
მაგნიუმის რეკომენდებული დღიური მიღება არის 280 მილიგრამი ქალებისთვის და 350 მილიგრამი მამაკაცებისთვის. დიეტური დანამატების გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
მაგნიუმით მდიდარი საკვები:
- კაკაო: სუფთა მუქი შოკოლადი შეიცავს თითქმის 500 მილიგრამ მაგნიუმს 100 გრამზე.
- ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ისპანახი.
- ხილი: ბანანი, გარგარი, ავოკადო, ატამი, ქლიავი.
- თხილეული: ნუში, კეშიუ, ნიგოზი
- პარკოსნები: ლობიო და ოსპი
- მარცვლეული: ყავისფერი ბრინჯი, ფეტვი, შვრია
- კარტოფილი
- გოგრა
გააზიარეთ ეს სტატია, რათა მეგობრებმა ამოიცნონ მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები და გაზარდონ ამ მნიშვნელოვანი მინერალის მიღება!
გისურვებთ ჯანმრთელობას!