mobliurebi
mobliurebi

თმის რეგენერატორი: ეს ჯადოსნური რეცეპტი თმას სასწაულებრივად გაზრდის! თქვენ გაოცდებით შედეგებით!

უაღრესად მარტივი მოსამზადებელია და რაც მთავარია ეფექტური!

ჩვენ ყველას თმა ყოველდღე გვცვივა და ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუ ძალიან ბევრი თმის ცვენა დაგეწყებათ, ამან ნამდვილად შეიძლება შეგაშინოთ.

მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა: სტრესი, დაბერების პროცესი, კვების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში!

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

  1. მოათავსეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთ თასში.
  2. კარგად აურიეთ და წაისვით ნარევი თმის ძირებზე, რაც მოგრჩებათ თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
  3. დაიდეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 2 საათი.
  4. შემდეგ დაიბანეთ თმა რბილი შამპუნით და კონდიციონერით.

ეს საშუალება უნდა იქნას გამოყენებული კვირაში ერთხელ, შედეგს კი 2 თვის განმავლობაში შენიშნავთ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყებს თქვენი თმის ცვენა შემცირებას.

ნიღაბი გამოკვებავს თქვენს თმას და ასევე ხელს შეუწყობს ჯანსაღ და კაშკაშა თმის ზრდას!

ნიღბის უპირატესობები:

აქ გამოყენებული სამი ინგრედიენტი შესანიშნავი კომბინაციაა ჯანსაღი და სწრაფად მზარდი თმისთვის.

აბუსალათინის ზეთი - მდიდარია ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ის ასევე ხელს უშლის სკალპის სიმშრალეს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამკვრივებს თმას.

კვერცხის გული - შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, როგორიცაა რკინა, კალციუმი, A ვიტამინები, მაგნიუმი, კალიუმი, B6, B12, D, E, K და ასევე შეიცავს ამინომჟავებს. გასაოცარია მშრალი თმისთვის!

თაფლი - შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს B1, B2, B6, B12, P, C, PP, ფოლიუმის მჟავას, K ვიტამინს, A პროვიტამინს და სხვა. ის მოგცემთ ძლიერ თმას, რომელიც იქნება უფრო რბილი და ადვილად დასავარცხნი.

ეს წამალი ძალიან ბიუჯეტურია და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. სცადე დღესვე!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება