mobliurebi
mobliurebi

5 სასარგებლო და მარტივი გზა სოდის გამოყენებისთვის!

საცხობი სოდა გაცილებით მეტია ვიდრე სამზარეულოს განუყრელი ნაწილი. ისწავლეთ მისი ყველა თვისების გამოყენება!

ყველამ ვიცით, რომ საცხობი სოდა შთანთქავს მაცივარში არსებულ ცუდ სუნს, აშორებს ლაქებს ტანსაცმელს და სხვა, მაგრამ იცოდით, რომ ეს არის მრავალფუნქციური სილამაზის ინგრედიენტი? დაემშვიდობეთ ძვირადღირებულ, არაბუნებრივ გელებს და კრემებს. ამის ნაცვლად, სცადეთ ეს 6 ხერხი თქვენი თავის საუკეთესოდ მოვლისთვის.

lui.ge 1 2

  1. ბუნებრივი დეოდორანტი
    შექმენით თქვენი საკუთარი დეზოდორანტი ერთი ჩაის კოვზი საცხობი სოდაში საკმარის წყალთან შერევით, რომ მიიღოთ პასტა. შემდეგ შეიზილეთ იგი მკლავების ან ფეხების ქვეშ და დაელოდეთ გაშრობას, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდება.
  2. სახის სკრაბი
    მოიშორე გაუხეშებული კანის მკვდარი უჯრედები სახიდან საცხობი სოდის ხსნარის გამოყენებით. ერთი ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალს და სახე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  3. სკრაბი ხელებისთვის
    ჭუჭყისა და სუნის მოსაშორებლად შეურიეთ სოდა თბილ წყალს და შეიზილეთ ხელებზე. ეს ბუნებრივი სკრაბი ხელებს ბოჭკოებამდე სუფთას და რბილს გახდის.
  4. ფეხის სისუფთავე
    შექმენით თქვენი ფეხის აბაზანა თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი სოდის შერევით. საცხობი სოდა აშორებს ბაქტერიებს და სუნს და ეს ხელს შეუწყობს სოკოების თავიდან აცილებას.
  5. კანის დაზიანება
    საცხობი სოდა ხელს უწყობს მზის დამწვრობის, ალერგიული გამონაყარის დისკომფორტის შემცირებას. 1 ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ წყალს ისე რომ მიიყვანოთ პასტის მსგავს ნარევამდე. შეიზილეთ ეს პასტა კანზე.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება