mobliurebi
mobliurebi

ნატურალური რეცეპტები პარაზიტების , ჭიების გასანადგურებლად

vau.ge 7 4

სიმპტომები, რომელზეც უნდა გესაუბროთ, შესაძლოა ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად.

ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.

ყურადღებით წაიკითხეთ სიმპტომების ჩამონათვალი – თუკი მათგან რომელიმეს მაინც აღმოიჩენთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ, ჩაიტაროთ უფრო დეტალური დიაგნოსტიკა და გაიწმინდოთ ორგანიზმი.

1. ალერგია. პარაზიტებს შეუძლიათ დააზიანონ ნაწლავების გარსი, რასაც სისხლში გადაუმუშავებელი საკვების მოხვედრა მოჰყვება. ეს კი ალერგიულ რეაქციას იწვევს.

2. ზედმეტი წონა. როცა ორგანიზმში პარაზიტები სახლდებიან, ისინი ფასეულ საკვებ ნივთიერებებს შთანთქავენ, ორგანიზმს კი მხოლოდ უსარგებლო, "ცარიელ" კალორიებს უტოვებენ. ხშირად სწორედ ეს ხდება ზედმეტი წონის მიზეზი ავიტამინოზთან ერთად.

3. ნერვული გაღიზიანებულობის მომატება. პარაზიტული მოწამვლის ერთ-ერთი სიმპტომი გადაჭარბებული ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია და ძილის დარღვევაა.

რეცეპტი №1 – გოგრის თესლი და წყალი

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი
  • ½ ჩ.ჭ. (125 მლ) თბილი წყალი

ინსტრუქცია:

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.

რეცეპტი №2 – გოგრის თესლი და რძე

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის ჭიქა რძე
  • გოგრის თესლი – 4 ცალი

ინსტრუქცია:

  • დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს.
  • მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი №3 – ზეითუნის ზეთი და აბზინდა

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი
  • 50 გრამი გამომშრალი აბზინდა

ინსტრუქცია:

  • ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში.
  • დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
  • დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.

რეცეპტი №4 – კვლიავი

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი
  • ნახევარი ჩ.ჭ. წყალი
  • 1/2 ჩ.კ. ნაღველა
  • 1/2 ჩ.კ. გვირილა

ინსტრუქცია:

  • დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით.
  • გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით.
  • დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე.
  • მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა მოსპოთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება