ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები. საჭირო ინფორმაცია, რომელიც ბევრს გამოადგება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები თანამედროვე სამყაროში ძალიან გავრცელებულია. ამაზე ჩვენი ცხოვრების წესის ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ორგანიზმის იოდით მომარაგებაზე, ხოლო მისი ფუნქციის მოშლა ძირითადად ორი მიმართულებით: გამომუშავებული ჰორმონების სიჭარბით ან, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. დაავადებების სიმპტომები ამის შესაბამისად იჩენს თავს.ფარისებრი ჯირკვალი- არის პატარა ორგანო ყელის მიდამოში და ფორმით პეპელას ჰგავს. დაუჯერებელია, მაგრამ ის უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ის 3 ტიპის ჰორმონს გამოჰყოფს:

e183a4e18390e183a0e18398e183a1e18394e18391e183a0e18398 e183afe18398e183a0e18399e18395e1839ae18398e183a1 e18393e18390e18390e18395e18390 5ec8348a0cff8
ტრიიოდთირონინს (Т3)
თიროქსინს (Т4)
დიიოდთიროზინს (Т2)

წარმოქმნილი ჰორმონების 90 % Т4–ის არააქტიური ფორმაა. შემდეგ კი, ჩვენი ღვიძლი მას Т3–ის აქტიურ ფორმად, ფერმენტის დახმარებით აქცევს.

როდესაც ორგანიზმში, ყველაფერი კარგად არის, T3 და T4 ოდენობა სწორია და შესაბამისად ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმიც კონტროლის ქვეშაა. თუ ჰორმონ T3–ის რაოდენობა არასაკმარისია, ორგანიზმში ცვლილებები ვითარდება.

თუ ფარისებრი ჯირკვალი, ჰიპერაქტიური ხდება, ვითარდება ჰიპერთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით. მაგრამ თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია და ის ჰორმონების არასაკმარის რაოდენობას გამოჰყოფს, ვითარდება ჰიპოთირეოზი, ანუ ორგანიზმი თირეოიდული ჰორმონების დეფიციტს განიცდის.

გთავაზობთ ჰიპოთირეზოის სიმპტომებს:
დაღლილობა, ენერგიის დაკარგვა, დეპრესია, სიცივის აუტანლობა, კანის და თმის, სიმშრალე, წონაში მომატება, თმის ცვენა, ძილის აპნოე, მეხსიერების დარღვევები, ცუდი, კონცენტრაცია, სმენის გაუარესება, ბრადიკარდია, ანუ გულისცემის შენელება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, კუჭში შეკრულობა, ხმის ჩახლეჩა, სისუსტე, განწყობის ცვლილებები, კუნთების სისუსტე და ტკივილი;, სახსრების ტკივილი, ცუდი მადა

მკურნალობის დროს, ხშირად ხდება არასაკმარისი ჰორმონის ჩანაცვლება. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ის თირეოიდული სტატუსის ისეთ დაბალანსებას გულისხმობს, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორგანო ჩვენს ორგანიზმზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ამიტომ ყურადღებას მოითხოვს!

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები