მოგზაურობა დაუვიწყარი გამოცდილებაა, თუმცა თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა მისაღებ ფასად, ბევრი მოგზაურისთვის შეიძლება გამოწვევად იქცეს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლითაც შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ საუკეთესო ავიაბილეთების პოვნაში და თქვენი მოგზაურობის მაქსიმალურად კომფორტულად დაგეგმვაში.
1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ
იცოდით, რომ თუ ფრენას მინიმუმ 1.5-2 თვით ადრე დაგეგმავთ, გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ ავიაბილეთების შეძენას? გაითვალისწინეთ, რაც უფრო ახლოვდება ფრენის თარიღი, მით უფრო იმატებს ავიაბილეთების ღირებულება. ამიტომ, წინასწარ დაგეგმვა საუკეთესო გზაა თანხის დაზოგვისთვის.
2. აირჩიეთ ბიუჯეტური ავიაკომპანიები
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ხშირად გთავაზობენ იაფ ფრენებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათ სერვისები, როგორიცაა კვება და დამატებითი ბარგი, ხშირად ფასიანია. სანამ თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა ს გადაწყვეტთ, ყურადღებით შეამოწმეთ პირობები, რათა დამატებითი ხარჯები თავიდან აიცილოთ.
3. იმოგზაურეთ მხოლოდ ხელბარგით
თუ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩასაბარებელ ბარგზე, მხოლოდ ხელბარგით მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბიუჯეტის დაზოგვისთვის. ავიაკომპანიების უმეტესობა ჩასაბარებელ ბარგზე დამატებით გადასახადს აწესებს, ხოლო ხელბარგი უმეტეს შემთხვევაში ავიაბილეთის ღირებულებაში შედის.
4. იფრინეთ არასეზონურ პერიოდში
სეზონური მოთხოვნა დიდ გავლენას ახდენს ავიაბილეთების ფასებზე. ზაფხული და ზამთრის დღესასწაულები ყველაზე დატვირთული პერიოდებია, ამიტომ უმჯობესია იმოგზაუროთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც ფასები შედარებით დაბალია.
5. შეარჩიეთ ფრენის დღე ჭკვიანურად
კვირის დღეების მიხედვით ავიაბილეთების ფასები განსხვავდება. შაბათ-კვირას თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა უფრო ძვირია, რადგან მოთხოვნა მაღალია. თუ საშუალება გაქვთ, ფრენა დაგეგმეთ სამშაბათს ან ოთხშაბათს, რადგან ამ დღეებში ბილეთების ფასები უმეტესად უფრო დაბალია.
6. აირჩიეთ ფრენის დრო გონივრულად
დილით ადრე ან გვიან ღამით შესრულებული რეისები, როგორც წესი, უფრო იაფია, ვიდრე დღის განმავლობაში ფრენა. თუ კომფორტულად გრძნობთ თავს ადრიან ან გვიან მგზავრობაში, შეგიძლიათ ბილეთზე თანხა დაზოგოთ.
7. შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები ერთდროულად
როდესაც მოგზაურობის ზუსტი თარიღები იცით, უმჯობესია ორივე მიმართულების თვითმფრინავის ბილეთები ერთდროულად შეიძინოთ. ეს ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ცალ-ცალკე დაჯავშნის შემთხვევაში.
8. გაითვალისწინეთ ტრანზიტული რეისები
პირდაპირი რეისები ყოველთვის არ არის ყველაზე ეკონომიური. თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ შეიძინოთ, ზოგჯერ გადაჯდომით ფრენა უფრო გონივრულია.
9. გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო სისტემები
ავიაბილეთების ფასების შესადარებლად გამოიყენეთ საძიებო სისტემები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი სხვადასხვა ავიაკომპანიის შეთავაზებებს.
მაგალითად, https://avia.ge/ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, რომელიც გეხმარებათ გაფილტროთ ავიაბილეთები ფასის, თარიღის, ავიაკომპანიისა და აეროპორტის მიხედვით. ასევე, ფასების კალენდრის მეშვეობით შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაზე ხელსაყრელი დღე ფრენისთვის.
თუ ზემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად და დაზოგავთ თანხას სხვა მნიშვნელოვანი ხარჯებისთვის. წინასწარ დაგეგმვა, მოქნილი არჩევანი და სხვადასხვა საძიებო სისტემების გამოყენება საუკეთესო სტრატეგიაა ბიუჯეტური მოგზაურობისთვის!