ეს არის ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი მსოფლიოში! ანადგურებს ნებისმიერ ინფექციას!
ამ სასწაულებრივი ტონიკის გამოყენების ისტორია გვაბრუნებს შუა საუკუნეების ევროპის დრომდე, როდესაც კაცობრიობა მუდმივად განიცდიდა ყველაზე საშინელ ინფექციებსა და ეპიდემიებს.
ეს ტონიკი რეალურად არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ბაქტერიებს. მას ასევე აქვს ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ნაკადს ჩვენი სხეულის ყველა სისტემაში. ეს მცენარეული ნაყენი საუკეთესო საშუალებაა კანდიდოზის ( ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა) დროს.
იგი დაეხმარა უამრავ ადამიანს მრავალი ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული დაავადების განკურნებაში.
საიდუმლო ნატურალური და ახალი ინგრედიენტების ძლიერ კომბინაციაშია!
ზოგადად, ეს საშუალება ეფექტურია ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ნებისმიერ ინფექციას.
რეცეპტი.
ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ხელთათმანები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ცხარე წიწაკას. ფრთხილად იყავით, ნარევი ძალიან მძაფრია და შესაძლოა ლორწოვანი გარსების რეაქციის სტიმულირება მოახდინოს.
ინგრედიენტები:
- 700 მლ ვაშლის ძმარი
- 1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
- 1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
- 2 ახალი წითელი წიწაკა – ყველაზე ცხარე (ფრთხილად იყავით, ატარეთ ხელთათმანები გაწმენდისას!)
- 1/4 ჭიქა გახეხილი კოჭა
- 2 სუფრის კოვზი გახეხილი ხახვი
- 2 სუფრის კოვზი დაფხვნილი კურკუმა, ან 2 ცალი კურკუმას ფესვი
მომზადება:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ძმრის გარდა თასში.
- ნარევი გადაიტანეთ კერამიკულ ქილაში.
- დაასხით ძმრის ნარევი. ქილის 2/3 უნდა იყოს სავსე მშრალი ინგრედიენტებით და ზემოდან ავსებული ძმრით.
- კარგად დახურეთ და შეანჯღრიეთ.
- გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში გრილ, მშრალ ადგილას. შეანჯღრიეთ დღეში რამდენჯერმე.
- 14 დღის შემდეგ კარგად გაწურეთ სითხე პლასტმასის საწურით. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მარლა.
- თქვენი სუპერ ტონიკი მზად არის დასალევად. მისი გამოყენების საუკეთესო გზა ავად ყოფნისას არის სუფრის კოვზით დალევა ან პატარა ჭიქით.
- და თუ არ ხართ ავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სოუსი სალათებისთვის ან ჩაშუშულებისთვის – დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ვოილა!
არ არის საჭირო მაცივარში შენახვა . ის მშრალი ნარევი, რაც გადაწურვისას მოგრჩებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასვა კერძებში.
აქ არის მისი გამოყენების რამდენიმე წესი:
- ყურადღება! ნარევი ძალიან მკვეთრი და ძლიერია.
- ტონიკის მიღების შემდეგ მიირთვით ფორთოხლის, ცაცხვის ან ლიმონის ნაჭერი წვის და სიცხარის შესამსუბუქებლად.
- არ გააზავოთ წყლით – ეს შეამცირებს ეფექტს.
- მიიღეთ დღეში 1 სუფრის კოვზი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
- გაზარდეთ დოზა დღიურად, სანამ არ მიაღწევს 1 ჭიქის ზომას დღეში.
- თუ თქვენ ებრძვით უფრო სერიოზულ დაავადებას ან ინფექციას, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ნარევი 5-6-ჯერ დღეში.
- ორსულებსა და ბავშვებს უკუჩვენებები არ აქვთ (პატარა დოზებით!), რადგან ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და არატოქსიკურია.
გაფრთხილება: არ მიიღოთ ნაყენი უზმოზე. და ასევე თქვენ უნდა დაიწყოთ მიღება ერთი ჩაის კოვზით, რადგან პროდუქტი ძალიან მძაფრია და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.