სახსრების აღდგრნა ნივრით და ზეთით… ეს ხალხური საშუალება ხელს შეუწყობს სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას და ტკივილის მოხსნას!

სახსრების სამკურნალოდ და მისი ფუნქციის აღსადგენად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი – 300-400 გრ;
  • მცენარეული ზეთი (არარაფინირებული).

მომზადება კი ხდება შემდეგნაირად:

ნივრის კბილი გაფცქვენით და დაჭერით (უმჯობესია ხორცსაკეპ მანქანა გაატაროთ), მოათავსეთ ლიტრიან ქილაში და ბოლომდე შეავსეთ ხარისხიანი ზეთით.

დატოვეთ ბნელ ადგილას და ყოველ დღე შეანჯღრიეთ, რათა კარგად შეიწოვოს.

ნივრის ზეთის მისაღებად 14 დღის შემდეგ გაწურეთ მიღებული ნარევი 3-4 ფენად დაკეცილი მარლის ნაჭერის დახმარებით და სამლურნალო საშუალებაც მზად არის.

nivris zetioi

Როგორ უნდა გამოიენოთ:

ნივრის ზეთი უნდა შეიზილოთ მტკივნეულ სახსრებში, როგორიცაა მუხლები ან ზურგის ქვედა ნაწილი. ზემოდან შემოიხვიოთ პოლიეთილენის პარკი და შარფი. ამის გაკეთება საჭიროა საღამოს, ძილის წინ.

ეფექტს შეამჩნევთ გამოყენების პირველი რამდენიმე დღის შემდეგ. მაგრამ აქ არ გაჩერდეთ: სახსრების მობილობის სრულად აღსადგენად და ტკივილის შესამცირებლად დიდი ხნის განმავლობაში, გირჩევთ მკურნალობის კურსი 2 თვემდე გააგრძელოთ.

ამ ხალხური საშუალების მოქმედების პრინციპი ემყარება ნივრის უნარს, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს დაავადებული სახსრების აღდგენას.

ნიორს უკვე ათასობით წელია იყენებენ მედიცინაში სამკურნალო დანიშნულებით. მისი ისტორიული კვალი უძველესი ჩინეთიდან მოდის, სადაც ეს სამკურნალო მცენარე ტრადიციული ჩინური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა.

Facebook კომენტარები