ხალხური რეცეპტი თირკმლის კენჭების თავიდან ასაცილებლად: დაუჯერებელია, მარგრამ ამაში ხახვი და შაქარი დაგეხმარებათ!
ხშირად ტკივილს თირკმლის და საშარდე გზების კენჭებს უკავშირებენ, თუმცა შესაძლოა კენჭის არსებობა ძლიერი ტკივილით ან სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს. ეს ყოველივე დამოკიდებულია კენჭის მახასიათებლებზე, როგორიცაა: ზომა, ფორმა, სტრუქტურა და მდებარეობა (თირკმელში ან საშარდე გზებში.)
ძლიერი ტკივილი – ასეთ დროს კენჭის გაჭედვა საშარდე მილში და აფერხებს შარდის ნორმალურ გადინებას, შესაბამისად ხდება შარდის დიდი რაოდენობით დაგროვება თირკმელში, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს წელის არეში, ტკივილი უკნიდან წინა მხარეს გადმოდის და არ ჩერდება იმ შემთხვევაშიც კი თუ პოზიციას შეიცვლით. თირკმლის ტკივილს, ხშირად ადარებენ მშობიარობის ტკივილს.
სხვა სიმპტომები რაც შეიძლება ახლდეს თან თირკმლის დაავადებებს:
- ღებინება
- გულისრევა
- სხეულის ტემპერატურა
- სისხლი შარდში
- მტკივნეული შარდვა
ჩამოთვლილი სიმპტომების დროს , აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ უროლოგს, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა აიწევს, კენჭის დროული ლიკვიდაცია, კრიტიკულია.
2019 წელს ამ პრობლემის წინაშე დავდექი და საშინელი ტკივილები განვიცადე. ტკივილებისგან და ჯენჭებისგან განთავისუფლებაში კი საავადმყოფოში მომუშავე ერთ-ერთი ექთნის მიერ დატოვებული რეცეპტი დამეხმარა. ახლა გაგიზიარებთ ამ რეცეპტს, თუმცა მაინც არ გირჩევთ რაიმე სახის მკურნალობის დაწყებას თვითნებურად, ექიმთან ვიზიტის გარეშე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან...
ინგრედიენტები:
- ხახვი - 2 კგ;
- შაქარი - 2 კგ.
მომზადება:
გაფცქვნილი ხახვი დაჭერით პატარა კუბებად ან გავხეხოთ. დაამატეთ შაქარი. გადაიტანეთ ქვაბში და დადგით პატარა ცეცხლზე, ადუღეთ 2 საათი (არ დაგავიწყდეთ მორევა, რომ არ დაიწვას!). შედეგად მიიღებთ დაახლოებით 2 ლიტრ ქარვისფერ მასას.
Როგორ გამოიყენოთ?
მიირთვით 1 ს.კ. სამჯერ დღეში ჭამის წინ. დალიეთ სუფთა წყალი. შეინახეთ პროდუქტი მაცივარში. მომზადებული მოცულობა დაახლოებით 3 კვირა გაგიძლებთ.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ქვიშისა და პატარა კენჭების გამოდევნა 3-5 დღედან იწყება. როდესაც ქვები დამსხვრეულია, ტკივილმა შეიძლება ცოტა შეგაწუხოთ. თუ ისინი ასატანია, არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ თუ შეგაწუხებთ უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!