რეცეპტები სელის თესლით საჭმლის მონელების ნორმალიზებისთვის და ქოლესტერინის შესამცირებლად!

თუ სელის თესლს 1 თვის განმავლობაში იყენებთ, ეს საგრძნობლად შეამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და მოაწესრიგებს ნაწლავების ფუნქციონირებას. ამ პროდუქტის ეფექტურობა დასტურდება კვლევებით.

  • სელის ფაფა.

250 მლ წყალი ან ძროხის რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. გამორთეთ ცეცხლი, დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი, აურიეთ და დააფარეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ მარილი, შაქარი ან თაფლი გემოვნებით.

  • სელის კოქტეილი.

შეურიეთ ჭიქა ნებისმიერი ნეიტრალური წვენი (ანანასი, ატამი და ა.შ.) 1 ს.კ. დაქუცმაცებული სელის თესლი და 1 ჩ.კ. სელის ზეთები. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

  • ფაფა კუჭის სამკურნალოდ.

დაფქვით სელის თესლი და დაუმატეთ 2 ს.კ. მიღებული ფქვილი 1 ჭიქა ნატურალურ იოგურტში.

სელის თესლი შესანიშნავი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ონკოლოგიისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

ასევე სასარგებლოა სელის თესლის დამატება მარცვლეულებში, ბოსტნეულის სალათებში, ხელნაკეთ ნამცხვრებში.

სელის თესლის შემადგენლობა:

selis tesli

სელი – ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელის შესაქმნელად, ხალხურ მედიცინაში და კულინარიაში. სელის ზეთი არიდ დიეტური პროდუქტი, რომელიც არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყარო. სელის თესლი ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის.

სელის თესლში წარმოდგენილია შემდეგი ვიტამინები: B2, B3, B4, B5, B6, B9, D, E, ტოკოფეროლი, ბეტა-კაროტინი. ასევე მასში შედის მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთია.

Facebook კომენტარები