რატომ შუპდება თითები? 5 შესაძლო მიზეზი თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა!

შეშუპება ხდება მაშინ, როდესაც ქსოვილებში ან სახსრებში სითხის დაგროვება იწყება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მარილის გადაჭარბებული მოხმარება იყოს. ეს ჩვეულებრივ არ არის შეშფოთების მიზეზი. მაგრამ სხვა დროს, თქვენი შესუპებული თითები და ხელები შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს, რომელიც საჭიროებს თქვენს ყურადღებას.

  • სიცხე
    თქვენს გულს, ფილტვებსა და კუნთებს ვარჯიშის დროს ჟანგბადი სჭირდება. ამგვარად, ამ ადგილებში მეტი სისხლი მიედინება, ხელებზე კი ნაკლები. მცირე სისხლძარღვები რეაგირებენ ამ ცვლილებაზე და ფართოვდებიან, თითები კი შეშუპებულია. მსგავსი რამ ხდება, როდესაც ცხელ ამინდში თქვენი სხეული ცხელდება.
  • ტრავმა
    შეიძლება გქონდეთ ლიგატის ან მყესის დაზიანება, ან დაჭიმვა. თუ დაზიანება არ არის ძალიან მძიმე, ყინული, დასვენება და ტკივილგამაყუჩებელი წამალი შეიძლება იყოს საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ არ შეგიძლიათ თითის გასწორება, გაქვთ სიცხე ან ძლიერი ტკივილი.
  • ართრიტი
    რევმატოიდული ართრიტი აზიანებს სახსრების ლორწოვან გარსს და იწვევს შეშუპებას, ტკივილს და სიმტკიცეს. სიმპტომები ხშირად პირველად ვლინდება ხელების სახსრებში. რევმატოიდული ართრიტი ჩვეულებრივ გავლენას ახდენს ორივე ხელზე.
  • პოდაგრა
    ეს ძირითადად ემართებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ ბევრ ხორცის, ზღვის პროდუქტებსა და ალკოჰოლს. დღეს პოდაგრა აწუხებს უამრავ ადამიანს. ის იწვევს ძლიერ ტკივილს და შეშუპებას. ნებისმიერი სახსარი შეიძლება გახდეს ანთბითი, თითების ჩათვლით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჭარბი შარდმჟავაა სისხლში და სახსარში ქმნის კრისტალებს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქებ.
  • თირკმლის დაავადება
    თირკმელები ორგანიზმიდან შლის ტოქსინებს და ზედმეტ სითხეს. ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც არასწორადაა ორგანიზმში, თითების, ფეხების და თვალების ირგვლივ შეშუპებაა. თუ გაქვთ დიაბეტი ან მაღალი წნევა, უფრო მეტად გაქვთ თირკმლის დაავადების განვითარების ალბათობა. მართეთ ეს პრობლემები თქვენი თირკმელების დასაცავად ან დაავადების გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება