რატომ გვემართება კრუნჩხვები? ის შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს სხეულზე ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, უმეტესაად ძილის დროს!

ნებისმიერი კრუნჩხვა არის უეცარი დაძაბულობა და კუნთების შეკუმშვა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. კრუნჩხვები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მათი თავიდან ასაცილებლად.

კრუნჩხვების გამოჩენის შესაძლო მიზეზები:

  • გაუწყლოება
    ბოლოს როდის დალიე ერთი ჭიქა სუფთა წყალი? კრუნჩხვა შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზმის მიერ იმის გაგება, რომ ცოტაოდენი წყლის დალევა გჭირდებათ – დეჰიდრატირებული ხართ. სხვა ნიშნებია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ყაბზობა. ასე რომ, თან იქონიეთ წყალი და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ ცხელ დღეს გარეთ ხართ.
  • მაღალი ტემპერატურა
    თქვენი სხეული კარგავს სითხეს, როდესაც მუშაობთ ან ვარჯიშობთ ცხელ ამინდში და ამან შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ იმის გამო, რომ თქვენს კუნთებს წყალი სჭირდებათ, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ თქვენ ოფლით გამოყოფთ ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებსაც ელექტროლიტები ეწოდება – ნატრიუმი, კალიუმი და კალციუმი, რომლებიც ეხმარება კუნთების უჯრედებს სწორად იმუშაონ.
  • სისხლის ცუდი მიმოქცევა
    თუ კრუნჩხვები გაუარესდება სიარულის დროს, შესაძლოა თქვენს კუნთებს არ მიეწოდება საკმარისი სისხლი. ეს შეიძლება მოხდეს ასაკის მატებასთან ერთად ან თუ დღის განმავლობაში არ ხართ საკმარისად აქტიური. თუ შეამჩნევთ ამ ფაქტორებს, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს – სპეციალისტი დაგეხმარებათ გაარკვიოს რა ხდება.
  • ყოველთვიური ციკლი
    ზოგიერთი ქალი განიცდის კრუნჩხვებს მენსტრუაციის დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს გარკვეულ ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს კუნთების დაჭიმვას. ეს ხელს უწყობს სისხლის და ქსოვილის გამოდევნას, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორც წესი, გეხმარებათ, მაგრამ თუ ისინი არ გამოგადგებათ, მიმართეთ ექიმს.

Სავარჯიშოები:

მნიშვნელოვანია იყოთ აქტიური, მაგრამ თუ ძალიან ძლიერად ვარჯიშობთ და თქვენი სხეული არ არის მიჩვეული, თქვენი კუნთები შეიძლება დაიჭიმოს. ზედმეტი მუშაობა არ არის საჭირო, ნელ-ნელა და ეტაპობრივად გაზარდეტ დატვირთვა საკუთარ სხეულზე.

რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია თქვენი კუნთები უფრო ძლიერი და ელასტიური გახადოს, ასე რომ კრუნჩხვის არ შეგეშინდებათ. დარწმუნდით, რომ ჯერ გახურდით და გაჭიმეთ და შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში.

როგორ იგრძნოთ თავი უკეთ?

როგორც წესი, კრუნჩხვები თავისთავად ქრება საკმაოდ სწრაფად, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ საკუთარი თავის დასახმარებლად. თუ აქტივობა, როგორიცაა სირბილი, იწვევს კრუნჩხვას, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მოძრაობა. შემდეგ ნაზად დაჭიმეთ ან შეიზილეთ კუნთი, გამოიყენეთ სათბურა ან ცხელი აბაზანა, რათა სისხლი მარტივად მიეწოდოს მიდამოს და ამოისუნთქოთ. ყინული და ურეცეპტოდ გაცემული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე დაგეხმარებათ, თუ გაქვთ ტკივილი და შეშუპება.

როგორ ეხმარება გაჭიმვა?

კუნთები ბოჭკოების შეკვრაა, რომლებიც სწრაფად მცირდება ან იზრდება, როცა სხეულს ამოძრავებთ რაღაცის გასაკეთებლად. როდესაც ამ ბოჭკოებს რეგულარულად გაჭიმავთ, ისინი უფრო ადვილად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ეს გეხმარებათ ნაკლებად იგრძნოთ სპაზმები.

რატომ არის მნიშვნელოვანი კვება?

ხილი და ბოსტნეული შეიცავს მინერალებს ელექტროლიტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების კარგ ფორმაში შენარჩუნებას და კრუნჩხვების თავიდან აცილებას. ფოთლოვანი მწვანილი და ბანანი საუკეთესო არჩევანია.

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება