ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

თრომბოზი და ვარიკოზული ვენები იკურნება ხალხური მეთოდებით! წინაპრების სიბრძნე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ!

ვაშლის ძმარი თრომბოზისა და ვარიკოზული ვენებისთვის. მკურნალობის ეფექტური და მარტივი 16 რეცეპტი სხავდასხვა ბუნებრივი საშუალებების დახმარებით…

  • ცხენის წაბლი

50 გრ ცხენის წაბლის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ არაყი. შეინახეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, ყოველდღე უნდა შეანჯღრიოთ ეს წამალი. როცა მზად იქნება, მიიღეთ 35 წვეთი 4-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წაბლის ყვავილის წვენი იმავე მიზნით, მხოლოდ ახლად გამოწურული. უნდა დალიოთ 25 წვეთი 2-ჯერ დღეში.

  • კალანჰოე

kalanhoe

კალანჰოეს ფოთლები მოათავსეთ მუქ ბოთლში, ნახევრამდე ამოავსეთ და შეავსეთ სპირტით. დატოვე ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში, დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას ღამით 3-4 თვის განმავლობაში.

  • აბზინდა, იგივე ავშანი

ერთი მუჭა დაქუცმაცებული ახალი აბზინდა შეურიეთ იოგურტს, გადაიტანეთ მარლაზე და წაისვით იმ ადგილებში, სადაც ვენები ყველაზე გაფართოებულია. დააფარეთ ზემოდან ცელოფანი და გააჩერეთ კომპრესი 30 წუთის განმავლობაში.

  • სვიის ნაყოფი

შეაგროვეთ სვიის ნაყოფი, გამოაშრეთ, 1 ს.კ. სვია 1 ჭიქა მდუღარე წყალთან ერთად ადუღეთ. დააყენეთ 15 წუთი. მიიღეთ 1 ჭიქა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეფექტის გასაძლიერებლად დაასველეთ ბამბის ქსოვილი ნახარშში და წაისვით ვენებზე. შედეგი აუცილებლად ექნება, მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. განაგრძეთ მკურნალობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

  • კაკალი

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს კი რეცეპტი დაგეხმარებათ: წვრილ სახეხზე გახეხეთ 200 გრ ნიგოზი, დაასხით 1 ლიტრი არაყი, გააჩერეთ 12 დღე. შემდეგ გადაწურეთ. ნარჩენები აღარ დაგჭირდებათ, მიღებული ნაყენი კი მიიღეთ 25 წვეთი 3-ჯერ დღეში. ნაყენის ეს რაოდენობა საკმარისია ექვსი თვის განმავლობაში.

  • ვაშლის ძმარი

ღამით და ყოველ დილით შეიზილეთ ბუნებრივი ვაშლის ძმარი ვარიკოზული ვენების მიდამოზე. და დღეში ორჯერ დალიეთ 2 ჩაის კოვზი ძმარი 1 ჭიქა წყალში გაზავებული. თუ დაავადება თავიდანვე, დასაწყის ეტაპზე აღმოაჩინეთ, მაშინ ძმარს მართლაც სასწაულმოქმედი ეფექტი აქვს: ვენები წყვეტს შეშუპებას, ქრება დაავადების პირველი ეტაპისთვის დამახასიათებელი კოსმეტიკური დეფექტები. მაგრამ ამას დრო სჭირდება – მინიმუმ 30 დღე.

Facebook კომენტარები
ამინდი
amindi
დასუფთავება