სისხლის ცუდი მიმოქცევის პრობლემას სულ რაღაც 7 წუთში ვაგვარებთ!

სისხლის ცუდი მიმოქცევის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია არასრულფასოვანი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი.

ეს მარტივი ვარჯიშები ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას რამდენიმე წუთში!

როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს აქვთ ცუდი მიმოქცევის პრობლემები. ამის სიმპტომებია: დაღლილობა; ცივი ხელ-ფეხი, თუნდაც თბილ ამინდში; განწყობის ხშირი ცვალებადობა და მუდმივი შიმშილის გრძნობა.

სისხლის მიმოქცევის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია არასრულფასოვანი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი.

ეს ფაქტორები იწვევს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული დაფების წარმოქმნას. სისხლძარღვებში სისხლის გადაადგილების გაძნელებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი, ტროფიკული წყლულები და კიდურების ამპუტაცია.

გთავაზობთ მარტივ რჩევებსა და ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები და ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა:

  • კისრის ვარჯიშები
    ამოძრავეთ თავი ნელა! თავი მარცხნივ მოაბრუნეთ, გააჩერეთ რამდენიმე წამი. დააბრუნდით საწყის პოზიციაზე, შემდეგ მიაბრუნეთ მარჯვნივ და გააჩერეთ რამდენიმე წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ. ამის შემდეგ – თავს ამოძრავებთ ზემოთ-ქვევით, ნელი ტემპით. გაიმეორეთ ეს სავარჯიშოც ათჯერ.
  • გაჭიმვა
    ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ყველა კუნთის კარგად დაჭიმვა. ამრიგად, სისხლის ნაკადის სტიმულირება ხდება, კუნთები თბება, რითაც ემზადება უფრო ინტენსიური ვარჯიშისთვის, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაზიანებას.
  • აზიდვები
    დილით, საუზმის წინ, შეეცადეთ გააკეთოთ ათი აზიდვა იატაკიდან. ეს ვარჯიში ხელს შეუწყობს სისხლის მოძრაობას ხელებში.
  • ხელების და თითების ვარჯიში
    ხელები მომუჭეთ და გაიმეორეთ ეს ქმედება ათჯერ. ეს ვარჯიში ხელს უშლის ხელების კრუნჩხვას.
  • სიარული
    სიარული, თუნდაც მცირე დისტანციებზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით ფეხებში. იარეთ ენერგიული ტემპით კვირაში მინიმუმ სამჯერ.
  • ცეკვა
    ცეკვა რეკომენდირებულია სტრესის შესამსუბუქებლად და სხეულის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად. ნებისმიერი ცეკვა მისასალმებელია, არ არსებობს შეზღუდვები სტილში! დადებითი შედეგის მისაღწევად დღეში მხოლოდ 30 წუთი გჭირდებათ.

ეს არის ის უმარტივესი სავარჯიშოები, რაც თქვენს ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ! დაიწყეთ დღესვე! ეს ხომ ასეთი მარტივია!

სცადეთ და თავად იგრძნობთ უკეთესობას და ენერგიის მოზღვავებას, იქნებით მეტად პროდუქტიულები და გონებაგახსნილები!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები