როგორ მოვიშოროთ სხეულიდან ყველა მავნე ნივთიერება? საუკეთესო დეტოქსის რეცეპტები!

1. ვაშლი და დარიჩინი.

ერთი ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაასხით 500 მლ გაფილტრული წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და შედგით მაცივარში და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის კომბინაცია დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის ნორმალიზებაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი.

აიღეთ 2 ს.კ. ახლად გამოწურული ლიმონის წვენი და 200 მლ თბილი
წყალი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და მწიკვი დაფქული
ჯანჯაფილი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ამ ნარევს
შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა, სისხლძარღვების კედლების გაძლიერება და სასიცოცხლო ენერგიის მუხტის გაძლიერება!

3. ჯანჯაფილის სასმელი.

აიღეთ მცირე რაოდენობით ჯანჯაფილის ახალი ფესვი (დაახლოებით 3-4 სმ ზომის), კანმოცლილი და წვრილად დაჭრილი, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებიდან ადუღეთ საშუალო ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ვარდის სიროფი. მიიღეთ 100-150 მლ მთელი დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ საშუალების გამოყენების შემდეგ საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, სასმელს ექნება მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი.

4. ჭარხლის, ვაშლისა და ნიახურის წვენი.

მოამზადეთ ახლად გამოწურული წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლის და 4 ღერო ნიახურისგან. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. ფორთოხალი, ლიმონი და სტაფილო

მოამზადეთ 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოდან ახლად გამოწურული წვენი და შეურიეთ 100 მლ მინერალურ წყალს. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობისთვის,  რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

6. კიტრი და ნიახური

დააბლენდერეთ  1 კიტრი და 1 ნიახურის ფესვი, დაუმატეთ 300 მლ წყალი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, იდეალურია მარხვის დღეებისთვის.

ყველა ჩამოთვლილი რეცეპტი, როგორც ხედავთ, სრულიად ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება, თითოეული მათგანი შეიცავს უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს. მათი ერთობლიობა კი აძლიერებს მოქმედები ეფექტს.

საცადეთ ერ-ერთი მათგანი, ან თუნდაც ყველა, მონაცვლეობით და თანავდ დარწმუნდებით მათ სარგებელში!

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სტატია ახლობლებს, რათა მათაც მოახერხონ ორგანიზმის გაწმენდა და ჯანრთების გაუმჯობესება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები