როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა? თუ გაწუხებთ ეს პრობლემა, უბრალოდ სცადეთ!
- გოგრა და ლიმონი.
აიღეთ 2 ლიმონი, 1 კგ გოგრა და 1 კგ შაქარი.
გოგრის რბილობი და ლიმონი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ შაქარი და აურიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში მინის კომტეინერით (ან უბრალოდ მინის ქილით). შაქრის ნაცვლად გირჩევთ გამოიყენოთ თაფლი.
- ნიორი და ვაშლის ძმარი.
აიღეთ 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 200 მლ წყალი.
ყოველ დილით უზმოზე მიირთვით 1 კბილი დაქუცმაცებული ნიორი ერთ ჭიქა წყალთან და ვაშლის ძმართან ერთად.
- ჭარხლის კვასი.
აიღეთ 1 კგ ჭარხალი, 2-3 ლიტრი წყალი, 3 პატარა კოვზი ვაშლის ძმარი, თაფლი ან ლიმონი გემოვნებით.
უმი ჭარხალი გახეხეთ წვრილად, ჩაყარეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში, დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დაუმატეთ ვაშლის ძმარი, ქილას თავზე დააფარეთ მარლა და გააჩერეთ 2-3 დღე. დალიეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი ან ლიმონის წვენი გემოვნებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
- ჭარხალისა და თაფლის ნარევი.
აიღეთ 200 გრ თაფლი და 300 მლ ჭარხლის წვენი.
ჭარხლის წვენი შეურიეთ თხელი კონსისტენციის თაფლში და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 2-4 ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ეს საშუალებები არა მხოლოდ მოგიწესრიგებენ მაღალი წნევის გამომწვევ მიზეზებს, არამედ დადებითად იმოქმედებენ მთელი ორგანიზმის კეთილდღეობაზე, შეავსებენ მას ვიტამინებით და დიდ გავლენას მოახდენენ იმუნურ სისტემაზე!
სცადეთ ერთ-ერთი მათგანი მაინც, რომელიც თქვენთვის საყვარელი პროდუქტებისგან შედგება და შედეგს თავად ნახავთ!
რჩევა: თუ თაფლზე, ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტზე ალერგიული ხართ, ნუ გარისკავთ იმ რეცეპტის გამოყენებას...
გისურვებთ ჯანმრთელობას!