ხალხური საშუალებები, რომლებიც აშორებენ ნახველს ფილტვებიდან!

როგორ მოიშოროთ ლორწო ფილტვებიდან? – ეფექტური რეცეპტები:

დიდი ალბათობით, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ შეექმნა სველი ხველის პრობლემა. მისი გამოჩენის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ მკურნალობა იგივეა – აუცილებელია სასუნთქი გზებიდან ლორწოს ბუნებრივად გათხელება და ამოღება. ამ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ ეფექტურ რეცეპტს ამ დაავადების წინააღმდეგ.

1. ამოსახველებელი საშუალება ხახვის ნაყენით.

ამ ხალხური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები: ახალი თხევადი თაფლი – ორმოცდაათი გრამი, ხახვი – ნახევარი კილოგრამი, გაფილტრული წყალი – ერთი ლიტრი, გრანულირებული შაქარი – ნახევარი კილოგრამი.

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, შემდეგ დაასხით გაფილტრული წყალი ქვაბში და დაუმატეთ შაქარი და ხახვი. მიღებული მასა ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, შემდეგ ოდნავ გააგრილეთ, გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ თაფლი. ჩაასხით მიღებული საშუალება მინის კონტეინერში მჭიდროდ დახურული სახურავით (ბოთლი ან ქილა).

მიიღეთ დღეში ხუთიდან ექვს სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ.

2. ბანანის ნახარში.

მოამზადეთ შემდეგი ინგრედიენტები: მწიფე ბანანი – ორი, გრანულირებული შაქარი – ორმოცდაათი გრამი, გაწმენდილი წყალი – ერთი ჭიქა.

აუცილებელია წყლის ადუღება, მასში შაქრის დამატება, შემდეგ კი გადმოდგით გაზქურიდან და მომზადებულ შაქრის სიროფს დაუმატეთ კარგად დაჭყლეტილი ბანანი. ყველაფერი კარგად აურიეთ და ჩაისთან ერთად დალიეთ.

3. ხახვსა და კარტოფილზე დაფუძნებული ექსპექტორანტი ბავშვებისთვის.

ქვაბში მოათავსეთ შემდეგი პროდუქტები: ერთი საშუალო ზომის ვაშლი, ერთი ლიტრი გაფილტრული წყალი, ერთი საშუალო ზომის კარტოფილის ტუბერი და ერთი ხახვი. ქვაბი დადგით ნელ ცეცხლზე და შეამცირეთ მისი შიგთავსი წყლის დონის ნახევარზე. დაალევინეთ ეს საშუალება ბავშვს დღეში სამჯერ, ერთი ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე.

4. მწვანილი ფილტვებიდან ნახველის მოსაცილებლად.

დაასხით 1 ლიტრი ცხელი გაფილტრული წყალი ორი სუფრის კოვზ ერთ-ერთ ამ მწვანილს: ბეგქონდარას, ორეგანოს, მრავალძარღვას, მზიურას, ძირტკბილას ფესვს. გააჩერეთ სასმელი ორი საათის განმავლობაში, შემდეგ დალიეთ დღეში სამჯერ, 1 ჭიქა ჭამის წინ.

ნებისმიერი წამლის ან მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან!

გისურვებთ ჯანმრთელოას!

Facebook კომენტარები