სახის მკვებავი ნიღაბი ნაოჭების, სიმშრალისა და აქერცლის თავიდან ასაცილებლად!

მე ძალიან მომწონს ეს ნიღაბი, რადგან მისი ყველა კომპონენტი ძალიან მდიდარია ნუტრიენტებით, რის შედეგადაც კანი ხდება დატენიანებული, ელასტიური და რბილი.

სახეზე ძალიან გამომშრალი კანი მაქვს, ზაფხულშიც, როცა გარეთ ძალიან ცხელა, ისევ ამ მდგომარეობაში რჩება და ზოგ ადგილას ოდნავ იქერცლება. ზამთარში კი ქარისა და სუსხის გამო კანის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. ასევე, პრობლემები წარმოიქმნება ზღვის პირას დასვენებისას. ზღვის მარილი მას ძალიან აშრობს და შედეგად ჩნდება წვრილი ნაოჭები.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გადავწყვიტე გამომეყენებინა სახის მკვებავი ნიღაბი, რომელიც ებრძვის ნაოჭებს და სიმშრალეს.

ეს ნიღაბი შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:

  • ერთი საშუალო ზომის ბანანი;
  • 3 ჩაის კოვზი თაფლი;
  • 1 კვერცხის გული;

აქ მოცემულია ბანანის ნიღბის დამზადების ეტაპობრივი აღწერა ნაოჭების მოსაშორებლად:

ბლენდერით ან უბრალოდ სახეხზე გახეხეთ ბანანი, უნდა მიიღოთ კარტოფილის პიურეს მსგავსი კონსისტენცია. ბანანის თასში დაუმატეთ კვერცხის გული და თაფლი.
აურიეთ ყველა ინგრედიენტი კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ნიღბის წასმამდე აუცილებელია სახიდან მაკიაჟის მოცილება რძით ან სხვა საშუალებებით.

სხვათა შორის, ნიღბების გამოყენებისას შევამჩნიე, რომ მათი მოქმედება ყველაზე ეფექტურია, თუ მას ორთქლით გახსნილი ფორების შემთხვევაში გამოიყენებთ (მაგალითად შხახპის მიღების შემდეგ). ამისათვის თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ქვაბში მოადუღოთ გვირილა, გააჩეროთ სახე რამდენიმე წუთით ორთქლზე და, რა თქმა უნდა, გადაიფარეთ პირსახოცი რომ ორთქლი არ გაიფანტოს. შედეგად კანის ფორები ფართოვდება და ნიღბის საკვები ნივთიერებები უკეთ შეიწოვება.

გაწმენდის შემდეგ წაისვით ნიღაბი სახეზე. უმჯობესია ნიღბის წასმამდე ყველაფერი მოიშოროთ და მისი მოქმედების დროს მაქსიმალურად დაისვენოთ, წარმოიდგინოთ, რა დადებით გავლენას ახდენს ეს თქვენი სახის კანზე.

15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ მკვებავი დღის სახის კრემი, რომელსაც იყენებთ.

ნიღბის ყოველკვირეულად გამოყენების შემდეგ წვრილი ნაოჭები, აქერცვლა და მშრალი კანი ნელ-ნელა ქრება და თქვენ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებით, ვიდრე ეს სინამდვილეშია!

Facebook კომენტარები