ხახვის ფურცლები ჩვენი საუკეთესო დამხმარეა! ოდესმე გიფიქრიათ, რა სარგებელი მოაქვს ხახვის ქერქს?

ხახვის ფურცლები ჩვენი საუკეთესო დამხმარეა! ოდესმე გიფიქრიათ, რა სარგებელი მოაქვს ხახვის ქერქს?

ქერა თმას მშვენივრად ვღებავ ხახვის ფურცლების ნახარშით.

სანამ თმას დავიბან, ორიოდე სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფურცლებს ვასხამ მდუღარე წყალს და კიდევ ვადუღებ 5-10 წუთი, შემდეგ ვიბან ჩვეულებისამებრ და ბოლოს სუფთა თმაზე ამ ხსნარს ვივლებ (ძმრით დაბანის პრინციპით).

შედეგად, თმა ხდება ოქროსფერი და ძლიერი. ვიტამინები, რომლებსაც შეიცავს ხახვის ფურცლები, შესანიშნავად კვებავს თმის თითოეულ ღერს და ფოლეკულას.

XAXVIS KANI

ძალიან სასარგებლოა ხახვის ფურცლების ჩაყრა ბულიონებში (ხორცის, თევზის…). ნახარში მათ სძენს მადისამღძვრელ ფერს და აჯერებს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით.

  • ხახვში შემავალი ნივთიერებები ატონიზირებს გულს და ზრდის იმუნიტეტს!
  • უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოდევნას და ეს მნიშვნელოვანია გულისთვის!
  • ძალიან კარგია ჩაიში ხახვის ფურჩლების დამატება. ეს ჩაი შარდმდენი საშუალებაა.
    და ამოსახველებელიც.
  • ხახვის ქერქის ნახარში ხსნის ფეხის კრუნჩხვებს და ღამით ამ ნახარშის დალევა თქვენ დაგავიწყებთ მოუსვენარ ძილს.

სხვათა შორის, ხახვის ფურცლების ნახარშით მე ვრწყავ სახლის ყვავილებს და მას შესანიშნავი შედეგი აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც – ყვავილები არასდროს ავადდებიან!

ხახვის ფურცლებს ასეთი სასარგებლო თვისებები გამომდინარეობს მაში შემავალი ნივთიერებებით, ის შეიცავს : ფლავონოიდურ გლუკოზიდებს, C, E, P ვიტამინებს, კაროტინს, ფიტონციდებსა და ორგანულ მჟავებს, ამიტომ საუკეთესო საკვები და საყოფაცხოვრებო საღებავია.

Facebook კომენტარები