როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს გაციების პირველ ნიშნებისთანავე? აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი გზა!
- გაციების პირველივე ნიშნისთანავე გაჭერით დიდი ახალი ხახვი და შეისუნთქეთ ხახვის სურნელი, გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-4-ჯერ.
- დააქუცმაცეთ 100 გრ ნიორი, დაასხით 1 ჭიქა არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. დაიწვეთეთ 1 წვეთი ენაზე, გაიჩერეთ პირში ცოტახნით და შემდეგ გადაყლაპეთ. გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში.
- ლიმონი გახეხეთ კანთან ერთად და დაასხით მცენარეული ზეთი. შეიზილეთ ნესტოები დღეში რამდენჯერმე. ამ საშუალებით ღრძილების შეზელვა შეგიძლიათ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ყურის ბიბილოების კი - ღამით.
- აიღეთ 1,5 ლ ადუღებული წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. კრისტალებიანი მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრ ასკორბინის მჟავა. კარგად აურიეთ და დალიეთ 1,5 საათის შემდეგ.
- 1 ლიმონი მოათავსეთ ცხელ წყალში 1 წუთით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ცედრასთან ერთად. შეურიეთ 100 გრ კარაქი და 1-2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს.კ. ყოველ 2-3 საათში. შეინახეთ და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ზეთი.
- მაღალ ტემპერატურაზე აურიეთ ერთგვაროვან მასაში 2 გახეხილი ახალი კარტოფილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გადაიტანეთ ის რამდენიმე ფენად დაკეცილ ქსოვილზე ან მარლაზე და დაიდეთ შუბლზე. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახალი კომპრესით.
- აიღეთ 1 ბოთლი ახალი ლუდი, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, 3-4 კბილი და ცოტაოდენი ლიმონის ქერქი. აურიეთ 3 კვერცხის გული 2-4 ს.კ. შაქარის აქაფებამდე. ამ მასას დაასხით ცხელი ლუდი სანელებლებით, დადგით ცეცხლზე და ურიეთ. მოხარშეთ შესქელებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. დალიეთ 1-1,5 ჭიქა. გაციება სულ რაღაც 1 დღეში გაივლის.
- აიღეთ 4 ს.კ. მშრალი ჟოლო, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. დალიეთ ღამით 2 ჭიქა ერთდროულად. ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა თითო ჭიქა მდუღარე წყალში) სასარგებლოა ყელის ტკივილის დროს.
- გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად საჭიროა ყოველდღიურად კბილების გახეხვა ნივრით.
- გაციების პირველივე ნიშნის დროს გაათბეთ 100 მლ კაჰორი, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მოურიეთ და დალიეთ თბილად ძილის წინ.
სცადეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა, თუნცაც ზაფხულის"მატყუარა ამინდებს" დროს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!