mobliurebi
mobliurebi

5 საკვები მეხსიერების გასაუმჯობესებლად - გაეცანით და შეინახეთ ეს ინფორმაცია!

მეხსიერებას ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარს ვუწოდებთ. ეს ერთსა და იმავე დროს ბიოლოგიური პროცესიცაა და შემეცნებითიც. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს, საჭიროების შემთხვევაში კი პოულობს და მოთხოვნილებისამებრ იყენებს. ეს კარგად აწყობილი და ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემაა.

ამიტომ, აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარი მეხსიერების გგაუმჯობესებაზე, რაშიც ხელს შემდეგი ბუნებრივი საშუალებები შეგვიწყობს:

rozmarini mexsierebistvis 1

  1. როზმარინი
    როზმარინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კარნოსინის მჟავით, რომელიც აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვთა ქსოვილს. კვლევებმა აჩვენა, რომ როზმარინის სუნიც კი აუმჯობესებს მეხსიერების მუშაობას.
  2. ზეთიანი თევზი
    ორაგული, სკუმბრია, ჰალიბუტი და ქაშაყი შეიცავს ომეგა-3 მჟავებს, რომლებიც აქვეითებენ ქოლესტერინს და დადებითად მოქმედებს ტვინის სისხლძარღვებზე. თევზი ასევე შეიცავს იოდს, რომელიც აუმჯობესებს გონებრივ სიცხადეს.
  3. ბროკოლი
    K ვიტამინისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კომბოსტო ასევე შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობა იწვევს ტვინის აქტივობის დაქვეითებას.
  4. სტაფილო
    სტაფილო ანელებს ორგანიზმის, მათ შორის ტვინის დაბერების პროცესს. სტაფილოში შემავალი ნივთიერება ლუტეოლინი გვეხმარება მეხსიერების პასუხისმგებელი უჯრედების ნაადრევ სიკვდილთან ბრძოლაში.
  5. კაკალი
    თითქმის ყველა ეს პროდუქტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ლუტეოლინს. ხსნის ასაკთან და უარყოფით გარე ფაქტორებით გამოწვეულ ტვინში ანთებას, ხელს უშლის ყურადღების დაკარგვას, მეხსიერების დაქვეითებას, ამცირებს ტვინში მავნე ნივთიერებების გამომუშავებას და ხელს უწყობს ნეირონების გადარჩენას ბაქტერიული ტოქსინების ზემოქმედების შემდეგ.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება