რა უნდა გააკეთოთ, თუ თმა ხშირად და დიდი ოდენობით გცვივათ?

ასეთი ნიღბის შემდეგ თმა წყვეტს ცხვენას, ახალი ღერები იწყებს ზრდას, სქელდება და აბრეშუმისებრ ელფერს იძენს.

ჩვენ ვცხოვრობთ არც თუ ისე მარტივ დროში. სტრესი, არასრულფასოვანი კვება, ონკანის საშინელი წყალი, ამინდი (მზე, ქარი, წვიმა)… – ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს სხეულზე.

ერთხელ, ამ საშუალების გამოყენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მივედი ჩემს სტილისტთან. მას ძალიან გაუკვირდა, რომ ახალი თმა ასე სწრაფად და სქლად გაიზარდა!

ასე რომ, უნდა ავიღოთ თითო სუფრის კოვზი:

  • ოროვანდის ზეთი
  • აბუსალათინის ზეთი
  • კამფორის ზეთი
  • ვიტამინი A (არა კაფსულებში, არამედ თხევადი)
  • ნუშის ზეთი (შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სხვა, მაგალითად, ყურძნის, ან ოხრახუშის ზეთი, ან სხვა…)
  • დიმექსიდი
  • პლუს რამდენიმე ამპულა B ვიტამინით (ეს არის ზეთის ხსნარი, მოსახერხებელია მისი ჩასხმა შპრიცში)

ყველაფერს ვურევთ და წყლის აბაზანაში ვდებთ, რომ გათბეს და კარგად შეერიოს ერთმანეთს. უბრალოდ ცეცხლზე ზედმეტად არ არ გააჩეროთ, თორემ ამან შეიძლება ძალიან დაწვას ის!

მხრებზე ძველ პირსახოცი მოვიხვიოთ, ან რაიმე, რისი გადაგდებაც არ დაგენანებათ. შეიზილეთ ეს ნარევი სკალპში. თავზე პარკი შემოიხვიეთ, ზემოდან რაღაც თბილი, ასევე არასაჭირო და ძველი.

გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი, შეიძლება მეტიც. შემდეგ ეს ყველაფერი კარგად უნდა ჩამოიბანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნარევი არ არის ადვილი მოსაშორებელი – ბოლოს და ბოლოს, იმდენი ზეთი გექნება თავზე. თუმცა შედეგად ღირს!

tmis swrafi zrdistvis

ამ ყველაფერს ვაკეთებთ მინიმუმ 1 თვე, კვირაში ერთხელ. მეტი არ არის საჭირო, უბრალოდ დაკარგავთ დროს და ენერგიას.

ამ ნიღაბს წელიწადში ერთხელ მაინც, გაზაფხულზე ვიკეთებ. მეტი არ მწირდება ხოლმე.

ასეთი ნიღბის შემდეგ თმა წყვეტს ცხვენას, ახალი ღერები იწყებს ზრდას, სქელდება და აბრეშუმისებრ ელფერს იძენს.

მ ი ნ უ ს ე ბ ი : – დასვენების დღის ნახევარი ნიღაბს ეთმობა და გარეტ გასვლა არ შეგიძლიათ. ნიღაბი რთული ჩამოსაბანია, ის თმის საღებავს “ჭამს”, თუ ტანსაცმელს დასვრის, მაშინ ამორეცხვა ადვილი არ არის. მაგრამ ეს უარყოფითი მხარეები აღემატება უპირატესობებს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა!

Facebook კომენტარები