mobliurebi
mobliurebi

ჯანჯაფილის წყლის რეცეპტი წონის დაკლებისთვის! ჯანჯაფილი ცხიმების დაწვის ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც აჩქარებს წონის დაკლების პროცესს!

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი სწორად, რათა მოკლე დროში დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები?

ჯანჯაფილი დიდი ხანია გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, გულის კუნთის შესანარჩუნებლად და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. თუმცა ეს სასწაული მცენარეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის დაკლებაში.

ჯანჯაფილის წყლის გასახდომი რეცეპტი

ჯანჯაფილის ფესვი გაასუფთავეთ და გახეხეთ ჯანჯაფილი წვრილ სახეხზე, შედეგად უნდა მიიღოთ ერთი სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი. ყურადღება მიაქციეთ - არა ცხელი, არამედ თბილი. განათავსეთ ბნელ ადგილას ღამით და გააჩერეთ. დილით დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ დღის განმავლობაში. კურსი 30 დღეა.

იმის დასადგენად, თუ რადდმდენად ახალია ჯანჯაფილი, ყურადღება მიაქციეთ მის ქერქს. ის უნდა იყოს გლუვი. თუ კანი ნაოჭებიანია, მაშინ ჯანჯაფილი უკვე ძველია და არ გამოგადგებათ. ჯანჯაფილი შეინახეთ მაცივარში 7 დღემდე. თუ მის ახალ ფესვს ვერ იპოვით, გამოიყენეთ დაფქული ჯანჯაფილი.

რაც შეეხება კვების სქემას:

თქვენ არ გჭირდებათ დაბალკალორიული დიეტის დაცვა - უბრალოდ უარი თქვით ზედმეტ ტკბილეულზე, მთლიანად უარი თქვით შემწვარ, ცხიმიან, შებოლილ საკვებზე. ეცადეთ დღის პირველ ნახევარში კვების საფუძვლად გქონდეთ ნახშირწყლები, შუადღისას კი ცილები. თუ ტკბილეული გინდა, მიირთვით მეორე საუზმედ - ძირითადი კვებიდან საათნახევრის შემდეგ. თუ მოგწონთ ბლინები ან ჩიზქეიქები, მიირთვით ისინი საუზმეზე.

შეეცადეთ დალიოთ ჯანჯაფილის წყალი მცირე ულუფებით, რათა მისი რაოდენობა მთელი დღის განმავლობაში გეყოთ. ერთადერთი, რაც არ უნდა გააკეთოთ, მისი მიღება უზმოზე, ან უშუალოდ ძილის წინაა.

გახსოვდეთ, ჯანჯაფილის წყალი მხოლოდ წყალს არ ჩაანაცვლებს. ამიტომ, სასმელის პარალელურად, აუცილებლად დალიეთ სუფთა წყალი. არ დალიოთ დღეში ერთ ლიტრზე მეტი ჯანჯაფილის წყალი და არ გამოიყენოთ ჯანჯაფილი არცერთ კერძსა და ჩაის დროს. ამ პროდუქტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და გულისრევა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება