დროა გავწმინდოთ ორგანიზმი შხამიანი ტოქსინებისაგან! საუკეთესო დეტოქსის რეცეპტები!

დროა გავწმინდოთ ორგანიზმი შხამიანი ტოქსინებისაგან! საუკეთესო დეტოქსის რეცეპტები!

1. ვაშლი და დარიჩინი

ერთი ვაშლი დაჭერით თხლად და დაასხით 500 მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, გააგრილეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის კომბინაცია დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის ნორმალიზებაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი

2 ს.კ. ახლად გამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, ცოტაოდენი დაფქული კოჭა. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდას, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას და სასიცოცხლო ენერგიის ამაღლებას!

3. ჯანჯაფილის სასმელი

გათალეთ და წვრილად დაჭერით მცირე რაოდენობით ახალი ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ), დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ვარდის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, სასმელს ექნება მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი.

4. ჭარხლის წვენი

მოამზადეთ ახლად გამოწურული წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლის და 4 ღერო ნიახურისგან, მიიღეთ 1 ს.კ. 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

charxlis wveni

5. ჯანმრთელობის კოქტეილი

მოამზადეთ 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოდან ახლად გამოწურული წვენი და შეურიეთ 100 მლ მინერალურ წყალს. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობისთვის, მას აქვს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები.

6. კიტრი და ნიახური

გახეხეთ 1 კიტრი და 1 ნიახურის ფესვი, დაუმატეთ 300 მლ წყალი. სვითმთელი დღის განმავლობაში.

Facebook კომენტარები