პირშუშხას ფოთლები დაგეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილი მარილის მოშორებაში!

პირშუშხას ფოთლები დაგეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილი მარილის მოშორებაში!

პირშუშხა მრავალწლიანი, ტენის მოყვარული და ყინვაგამძლე მცენარეა. მას უძველესი დროიდან იცნობდნენ საბერძნეთსა და ეგვიპტეში. შუა საუკუნეებში ეს მცენარე ველური სახით გვხვდებოდა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში და ბრიტანეთის კუნძულებზე.

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. შესანიშნავი ეფექტი აქვს ღვიძლის, ნაღვლის, თირკმლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც.

გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, ნაღველმდენ და შარდმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, სისხლის გამწმენდ, სისხლდენის შემაჩერებელ დს ჭიების საწინააღმდეგო საშუალებადაც არის აღიარებული.

ამ რეცეპტში გასწავლით ერთ-ერთ საუკეთესო გამოყენებას – თუ როგორ მოიშოროთ პირშუშხას დახმარებით მარილები!

pirshushxas fotlebi

აიღეთ პირშუშხას 2 ც. ახალი დიდი ფოთოლი. ძილის წინ ჩაყარეთ ისინი მდუღარე წყალში ისე რომ ორივე მხარე დასვლედეს და მაშინვე დაიდეთ ზურგზე, კიერზე კი შემოიხვიეთ და დაიფიქსირეთ ჰალსტუხით ან შარფით. შესაძლებელია მცირე წვის შეგრძნება იგრძნოთ, მაგრამ ტკივილი არ იქნება და ეს ბუნებრივია, არ შეგეშინდეთ.

დილით ფრთხილად მოიშორეთ ფოთლები – თუ მათზე ბევრი მარილია, მათ მტვერის სახით დაინახავთ. დააკვირდით რომელ უბანშია ბევრი მარილი და გააკეთეთ იმ ადგილზე იმდენი პროცედურა, რამდენიც საჭირო იქნება მათ სრულიად მოსაშორებლად, ანუ მანამ, სანამ ფოთლებზე მარილი არ გაქრება!

ამ კურსის ჩატარების შემდეგ, დაახლოებით ერთი წელი, ან შეიძლება მეტიც, ამ პრობლემისგან თავისუფალი იქნებით!

Facebook კომენტარები