საიდუმლო სქელი და ჯანსაღი თმისთვის! ისარგებლეთ ამ ხელნაკეთი რეცეპტებით და ჩაუტარეთ საკუთარ თავს სპა პროცედურა საკუთარ აბაზანაში!

საიდუმლო სქელი და ჯანსაღი თმისთვის! ისარგებლეთ ამ ხელნაკეთი რეცეპტებით და ჩაუტარეთ საკუთარ თავს სპა პროცედურა საკუთარ აბაზანაში!

ყველა სილამაზის ცენტრს აქვს თმის მოვლის საშუალებების უზარმაზარი ჩამონათვალი. თითოეული ბოთლი მიმზიდველია ლამაზი შეფუთვით, რომელზეც მითითებულია აღწერა და გვპირდება თმის ბზინვარებას, მოცულობას, სიმტკიცეს და კიდევ ბევრ ეფექტს, რომლის მიღწევაც რეალურად სახლში შეგიძლიათ.

ხელნაკეთი თმის ლოსიონების 4 რეცეპტი, რომელიც პოპულარობით ბოშების სახელით არის ცნობილი, ჩვენს ხელში ჩავარდა.

ყველა პროდუქტი დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისგან, რომელიც ყველას აქვს სამზარეულოში, ამიტომ მათი გამოცდა არ იქნება რთული.

tmis nigbebi

თმის ლოსიონები:

  • თაფლი

კვერცხს შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 2 ს.კ. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი.
ნარევი თმაზე წაისვით, თავი პირსახოცში შეიხვიეთ და ფენით შეითბეთ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით.

  • კონიაკი

ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული 2 ს.კ. კონიაკი და შეიზილეთ პროდუქტი სკალპში.
15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით.

  • ხახავი

გაფცქვნილი ხახვი დავჭრათ და დავასხათ 0,5 ჭიქა რომი ან კონიაკი.
ერთი დღის შემდეგ, გაწურეთ და შეიზილეთ სკალპში ყოველდღე.
სუნი ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ ეს საშუალება სწრაფი გამელოტებისგანაც  გიხსნის.

  • კვერცხი

კარგად აურიეთ 2 კვერცხის გული 1 ჭიქა თბილ წყალს. მიღებული ნაზავი წაისვით თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. პროდუქტი უნდა ჩამოიბანოთ შამპუნის გამოყენების გარეშე.
მოვლილი თმა მდიდრულ იერს ანიჭებს თქვენს გარეგნობას, მიუხედავად იმისა, მოკლე თმა გაქვთ თუ გრძელი.

Facebook კომენტარები